თავი 25

269 32 0
                                    


პიტერი სამზარეულოდან გავიდა, მეც მინდოდა დამეტოვებინა აქაურობა და შეუმჩნევლად გავმქრალიყავი აქედან, თუმცა შიმშილის გრძნობამ მძლია და მაიძულა მაგიდას კვლავ მივჯდომოდი. კოვზი ხელში ავიღე და ოდნავ შეგრილებული მჟავე სუფი დავხვრიპე :

– უმმ, გემრიელია.

თეფში ნიჟარაში ნელა ჩავდე, რათა ზედმეტი ხმაური არ გამომეწვია .

– ჯობია ასე დავტოვო, თორე გავაღვიძებ – ჩავიბუტბუტე და გასასვლელისკენ გავედი.

– სად მიდიხარ ? – შემომხვდა წინ , კარებთან აყუდებული.

– აჰ, გაგაღვიძე? მაპატიე.

– მე არც დამიძინია, აქ ვიდექი ეს დრო.

– აქ? ვერ შეგამჩნიე – დავაყოლე და კარებისკენ კიდევ გადავდგი ნაბიჯი.

– სად მიდიხარ ?– კვლავ გამიმეორა

– ოთახში.. მაგრამ თუ გინდა მე სავარძელზე დავიძინებ. არაა საჭირო ოთახის დათმობა - თავაზიანად მივუგე.

– შენ ისედაც სავარძელზე დაწვები ! ახლა კი, რაც იქ ჩადე ,გარეცხე.- მბრძანებლური ტონით მიმითითა.

– რა? - პირი გაოცებისგან დავაღე, კარგი იქნებდა ცოტაოდენი თავაზიანობა გამოეჩინა. - ნწნწნწ საერთოდ არ ხარ სტუმართმოყვარე.

– შენ ხომ სტუმარი არ ხარ ? – თავი დაატრიალა და კვლავ მე შემომხედა.

– რა ? აბა მოსამსახურე გგონივარ ?

– დაახლოებით, მე შენ ხომ ფულს გიხდი.

– მმმ, მოიც, რა უთხარი ჟურნალისტს ?! აჰ, გამაგსენდა „გირლ ფრიენდ" . ჰო , ზუსტად ! თუ უკვე დაგავიწყდა?

– ე.ი თანახმა ხარ ? – მკითხა და ტუჩზე თითი მიიდო.

– აიშ, გამატარე. - მერჩივნა ჭურჭელი დამერეცხა ისეთი ფრაზების მოსმენას, რომლებიც გულისცემას ამიჩქარებდა.

"გზა შენამდე"(დასრულებულია)Where stories live. Discover now