გაიონი უხმოდ წვავდა ომლეტს , მე კი კუთხეში ატუზული ვუყურებდი მას და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი , რისი მოყოლაც მომიწევდა მისთვის. ზედმეტად მძიმეა მარტომ ატარო ამხელა ტვირთი .
გაიონმა ხელები გაიფერთხა , წყლის წვეთებით გაწუწული თითები წინსაფარზე შეიმშრალა , რომელიც შემდგომ ფრთხილად მოიხსნა.
– სუა, მე გავალ .
მას გაოცებული სახით შევხედე, უცნაური იყო , რომ სწორედ ახლა დააპირა სადღაც წასვლა.
– გადასაბარგად რაღაცები გვაქვს საყიდელი, ყუთები ...– ცოტა ხანი დაფიქრდა და სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა განაგრძო – ხო იცი გადაბარგებას რამდენი დრო სჭირდება.
– დამელოდე ცოტა ხანი და ერთად წავიდეთ.
– არა , არა. საღამოს უკვე მზად უნდა ვიყოთ , აბა წავედი – ხელი დამიქნია და ჯერ მისაღებში შეაჭრა , სადაც მხიარულად შეატყობინა მამაჩემს , რომ საუზმე უკვე მზად იყო.
მაგიდას ვეყუდებოდი და ველოდი , როდის შემოვიდოდა მამა დამწუხრებული სახით, უმრავი საყვედურითა და მცდელობებით ჩემთვის აზრი შეეცვალა.
– მიხარია , რომ გაიონი შენი მეგობარია – თქვა და მაგიდას მიუჯდა– ეს ყველაფერი მან გააკეთა ხო ?! შენ ამას ვერასდროს შესძლებდი , ჰაჰაჰაჰ. კულინარი შენგან არ დადგება!
– როგორ არ დადგება ! თუ მოვინდომებ შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, უბრალოდ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.
– მმმ მართლაც გემრიელია – დაააყოლა მამამ , სურდა მძიმე საუბრის წინ განეტვირთა სიტუაცია.
ირგვლივ მიმოიხედა, თითქოს უნდოდა აღედგინა მეხსიერებაში დატოვებული , ამ სახლში განვლილი წლები. ფანჯარას გახედა და ჩაეღიმა :
– სუა, ვერ წარმოიდგენ როგორ...
მას წინადადების დასრულების საშუალება არ მივეცი და მაგიდის მეორე მხარეს დადებული ბრინჯი გადავაწოდე .
![](https://img.wattpad.com/cover/81333037-288-k996892.jpg)
KAMU SEDANG MEMBACA
"გზა შენამდე"(დასრულებულია)
Fiksi Penggemar„შენ ცის კიდეს უახლოვდები, მე კი რეალობით მოცულ დამძიმებულ დედამიწაზე ვრჩები, ჯონინ " (გთხოვთ, დატოვეთ კომენტარი თუ წაიკითხავთ)