თავი 38

296 25 0
                                    


ჯონინს გაშტერებული ვუყურებდი, მეგონა ჩემში სიცოცხლის ყოველი ნიშან–წყალი ნელ–ნელა შეწყვეტტდა არსებობას და აქვე განვუტევებდი სულს. ხმას ვერ ვიღებდი , მას კი ამგვარი რეაქცია ღიმილს ჰგვრიდა. ალბათ , ზედმეტად უმწეოდ და სულელურად .

– ახლა კი მომიწევს იმაზე ფიქრი თუ როგორ დავითანხმო ის – დააყოლა საბოლოოდ, თავი გააქნია და ტელეფონი გათიშა.

გაუნძრევლად ვიდექი, ვერ ვიჯერებდი, რომ მან ეს გააკეთა რამდენიმე წამის წინ , მთელი ექსოელის წინაშე.

– მმმეხუმრები , ხო ? – ხმის აკანკალებულ ტემბრს ვეღარ ვიმორჩილებდი.

– ფიქრობ ეს ხუმრობისთვის გავაკეთე ? სულ რაღაც სამ წამში ათობით ზარი და ასობით შეტყობინება შემოვა ჩემს ტელეფონზე. - სმართფონს დახედა მომლოდინედ. -აი , ნახე - . ჯონინმა ათვლა დაიწყო : - 1...- გაგრძელება აღარ დასჭირდა.

– ტრ , ტრ, წკაპ, ტტრრ – ზარისა და შეტყობინებების ხმა ერთმანეთში ირეოდა.

– ვუაჰ, იმაზე სწრაფი რეაგირება ჰქონიათ ვიდერე წარმოვიდგენდი.

– ეს რატომ გააკეთე ?

- არ მინდა , რომ ჩვენი ურთიერთობის გეშინოდეს. - ჯონინი მომიახლოვდა და თითებზე ჩამავლო ხელი. პირდაპირ თვალებში მიყურებდა, არ ვიცი როგორ გადავურჩები ამ წამებს , გული ისე გამალებით ცემდა , მეგონა მთელ თავის ენერგიულ მარაგს დღესვე ამოწურავდა. ნაზად მიმიკრო, რამაც დიაფრაგმა გამიქვავა, ჰაერის მცირე „ულუფასაც" კი ვეღარ ვატარებდი ფილტვებში შემდრკალი. ბედნიერებაა, როცა მისი თბილი სუნთქვა შენს კანს ეხება და ძალით გავსებს, იმედით და რწმენით. - ამას არ მოელოდი ხო ? – ჯონინმა თავი დახარა და ჩაიცინა – იცოდე, უარი არ...

წინადადება არ დავამთავრებინე და მთელი სიძლიერით მეც ჩავაბღაუჭე ხელები და შემოვეხვიე. მხრებზე ძლიერად ვუჭერდი მკლავებს, ისე , რომ მთელს მის სხეულს ვგრძნობდი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მეგონა ეს სიზმარი იყო, რომლით ტკბობა ბოლომდე მსურდა.

"გზა შენამდე"(დასრულებულია)Место, где живут истории. Откройте их для себя