თავი 22

288 27 0
                                    


ყველას გულებში სიმშვიდე იყო , გარდა ჩემისა, რომლის დამშვიდებას ვცდილობდი პიტერის ჩაბღაუჭებით. გოგოები ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვებით უფრო კარგავდნენ გამბედაობას :

– როგორც ვიცით, ჯგუფი 5 წევრისგან შედგება , მართალია ? როდის იქნება დებიუტი?

– დიახ, თუმცა დღეს ერთ–ერთი წევრი არ იმყოფება აქ. აააჰ, დებიუტს რაც შეეხება ჩვენი პირველ სასცენო გამოსვლას ერთ კვირაში იხილავთ.

– როგორ ფიქრობთ, რატომ შეგარჩიეს თქვენ ?

– ამას მალე გაიგებთ, როცა თქვენი თვალით იხილავთ – მშვიდად თქვა პიტერმა.

მთელი ყურადღება მისკენ მოექცა , როცა რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა მომცრო სცენას.

– ბატონო პიტერ, მსგავსი ინვესტიცია არასდროს გაგიხორციელებიათ. რატომ გადაწყვიტეთ ამ ბიზნესინდუსტრიაში ჩაბმა?

– მინდა საშუალება მივცე მათ წინსვლის.

– რა ჰუმანური ბრძანდებით, თუმცა , როგორც ბიზნესმენისთვის ამგვარი სიტყვები თქვენთვის შეუფერებელია.

– დიახ, გეთანხმებით. ყველა ბიზნესმენისთვის მატერიალური მხარე უმნიშვნელოვანესია, თუმცა არა ერთად–ერთი და პირველი. როგორც იცით, საფრანგეთში ერთ–ერთი წამყვანი დასის დამფუძნებელი და მთავარი სპონსორი სწორედ მე ვარ, ისინი უმაღლესი დონის პროფესიონალები გახდნენ და მათი შედეგი ჩემთვის საამაყოა. მინდა კორეაშიც გაიდგას ფესვები ჩვენმა ბრენდმა.

– ე.ი თქვენ მხოლოდ ცეკვის პერფომანსებით შემოიფარგლებით?

– ამ ეტაპზე. თუმცა , მათი შესაძლებლობები გაცილებით დიდია, მჯერა რომ დიდი წარმატება ელით.

ჟურნალისტები და სტუმრები ერთმანეთშიი ფუსფუსებდნე, ახლა პიტერის სიტყვები იმდენად დამაჯერებლად ჟღერდა, საკუთარი თავის მეც ვირწმუნე, როგორც არასდროს.

"გზა შენამდე"(დასრულებულია)Où les histoires vivent. Découvrez maintenant