მთელი გზა ხმაამოუღებლად მივდიოდით, ძლიერი წვიმა კი იმ უხერხულობას ანეიტრალებდა, რომელიც მდუმარებით იყო გამოწვეული.
- აი მოვედით . - უნებლიედ გავუღიმე . უცნაურია, ასეთი თავაზიანობა არ მჩვევია .
- აჰჰ, ხხხო?! - კანკალით მიპასუხა ჯონინმა.
- ღმერთო , სულ დასველებულხარ - უკმაყოფილოდ შევიცხადე და წარბები შევკარი .
- არ-რრრ-აუშავს, ხვალამდე.
- მაგრამ შენ... - ჯონინმა არ მაცადა წინადადების დასრულება , თითით ჩემს სახლზე ანიშნა და დააყოლა : - მაშინ .. შენთან ამოვიდე ? – მის სიტყვებში გულწრფელი ირონია იგრძნობოდა .
მის კითხვაზე პასუხი არ მქონდა, უხერხულობისგან არ ვიცოდი რა მეთქვა და თვალები შორეულ ლამპიონს მივმართე .
- ჰაჰა, ვხუმრობ , ვხუმრობ - გაყინული თითებით მხარზე მჩატედ დამარტყა - კარგად. - დამიქნია ხელი და წვიმის წვეთებს გაჰყვა.
თავი შენობის პირველ სართულს შევაფარე, შორიდან ვუყურებდი მიმავალ სხეულს, რომელიც წვიმის წვეთებთან ერთად რითმულად ცახცახებდა.
- აჰ, რა უხერხულია , იმედია არ გაცივდება - თითები ტუჩთან მივიდე და ინსტიქტურად სრესა დავუწყე. როცა ვნერვიულობდი , ყოველთვის ასე ვიქცეოდი.
- ბრრრ - სიცივისგან აღმომხდა - აჯობებს შევიდე, თორემ მე კი ნამდვილად გავცივდები.
სახლში, რა თქმა უნდა, არავინ მელოდა. ქურთუკი გავიძრე და კუთხეში მივაგდე, კარადიდან ფუმფულა სვიტერი გადმოვიღე და სწრაფად ჩავიცვი. იატაკზე გაშლილ საბანში გავეხვიე და ცხელი ჩაის ჭიკით ხელების გათბობა დავიწყე.
- ჰაჰაჰა - გამეცინა , როცა გამახსენდა ჯონინის სახე .
- იმედია სახლამდე მშვიდობით მიაღწია, ტელეფონის ნომერიც არ ვიცი... სამწუხაროა - გავიფიქრე. - არა , არა ! რატომ ვფიქრობ ახლა მასზე, ალბათ, სინდისი მაწუხებს , სწორედ ჩემ გამო დასველდა. - ეს ხვა არაფერი იყო თუ არა თავის დამშვიდება .
ოთახში ვინმე რომ ყოფილიყო, იფიქრებდა გავგიჟდი ან ყურებამდე ვარ შეყვარებული. პირველი ვერსია ნამდვილად არ იქნებოდა ჩემთვის მისაღები, ხოლო მეორეს - კატეგორიულად უარვყოფ. სიყვარული ?! ჰაჰ, არა, ეგ საჩემო საქმე არაა.
KAMU SEDANG MEMBACA
"გზა შენამდე"(დასრულებულია)
Fiksi Penggemar„შენ ცის კიდეს უახლოვდები, მე კი რეალობით მოცულ დამძიმებულ დედამიწაზე ვრჩები, ჯონინ " (გთხოვთ, დატოვეთ კომენტარი თუ წაიკითხავთ)