თავი 21

283 33 0
                                    


ყოველი დღე დამღლელი, თუმცა ნაყოფიერი იყო . ალბათ, აქ გატარებული ყოველი კვირა საუკეთესო საშუალებაა ტექნიკის დასახვეწად, საკუთარი სტილის შესაძენად და იმისთვის , რომ გავხდეთ საუკეთესოები.

სიცივე გაზაფხულის თბილმა დღებმა შეცვალეს. პიტერი უკვე 5 თვეა არ ჩამოსულა პარიზში და ჩემშიც ჩაწყნარდა ვნებათაღელვა, რომელიც მისი მზერით იყო გამოწვეული .

სიმშვიდემ დაისადგურა, ყველაფერი მიმავიწყდა, რაც წამოსვლის წინ მაღელვებდა ან მაშინებდა, სანამ კვლავ არ აღმოცენდა შიშის საფუძვლიანი გრძნობა.

– სუა, რაღაც წერილია შენთვის – მითხრა გაიონმა და კონვერტი მომაწოდა

– წერილი ? რომელი საუკუნეა , წერილებს ვინღა გზავნის – ვკითხე მას და წერილი გამოვართვი.

– აიჰ, როგორ ცხელა – დააყოლა გაიონმა და მე გადმომხედა

– თავი ჯოჯოხეთში მგონია.

– მართლა ? გინდა სამოთხეში მოხვდე? – მზაკვრულად დახედა ბოთლს და ცივი სითხე მკერდზე შემომასხა.

– აიშ, ჯანდაბა ! გგონია ეს შეგრჩება ?

გაიონს მე და ჰანი დავესხით თავს , ზოგჯერ ნამდვილად გრძნობ პრივილეგიას , როცა ჯგუფის ლიდერი ხარ.

– აჰ, ცივა , ცივა ! აღარ მინდა – ყვიროდა გაიონი, ალბათ მისი ხმა მთელ შენობაში ისმოდა.

კარზე კაკუნი გაისმა, ალბათ ზედმეტად მივიქციეთ ყურადღება. ნელი ნაბიჯები ჩვენკენ გადმოდგა და თავი გვერდზე გადახარა :

– როგორც ვხედავ აქ კარგად ერთობით – ჩაიცინა პიტერმა და კიდევ მოგვიახლოვდა.

გოგოებს სახე გაუბრწყინდათ, თითქოს წლების წინ დაკარგული უფროსი ძმა დაინახეს , სურდათ მისი ჩახუტება, მაგრამ დრომ მათ შორის რიდის ფართა ჩამოკიდა.

პიტერმა ჰანის თმა აუწეწა და გაიონს ხარხარით გადახედა :

– ამჯერად მსხვერპლი შენ აღმოჩნდი ?

"გზა შენამდე"(დასრულებულია)Where stories live. Discover now