4. შემთხვევითობები არ არსებობს

425 60 27
                                    

ჯიმინი და ჰოსოკი მეტალის კიბეზე ჩავიდნენ, ლაბორატორიისკენ მიმავალი გზა საშინელებათა ფილმიდან ამოჭრილ ადგილს მოგაგონებდათ: მკვდარი სხეულების სამფლობელო, გადახსნილი და ორად გახლეჩილი ნეკნები, ეს ყველაფერი იმისთვის რომ რაიმე კვალს დადგომოდნენ.

რას უნდა გამოეწვია მათი სიკვდილი? რა შეიძლება ჰქონოდათ ნაჭამი? როგორ გამოიყურება მათი შინაგანი ორგანოები?

დეტექტივმა არსებული ინფორმაცია გადაამუშავა მკვლელზე, რომელიც ახლა თავისუფლად დაიარებოდა ქუჩებში და ალბათ დასცინოდა კიდეც მათ. მკვლელის ხელწერაზე დაასკვნა რომ, ის უნდა ყოფილიყო ამაყი, თავდაჯერებული თავის შესაძლებლობებში, დარწმუნებული იმაში რომ სისხლისსამართლებრივი დევნა მას არ შეეხებოდა.

ჯიმინს საკმაოდ ბევრი საქმე აქვს გამოძიებული იმისთვის, რომ გამოიცნოს თუ ვინ ცდილიბს მართლმსაჯულებას გაექცეს და დაფაროს კვალი, და ვინ გახადა დანაშაული თამაშად, ვისთვისაც ეს უბრალო გართობაა. დეტექტივი საკმარისად გამოცდილია იმისთვის რომ მიხვდეს მკვლელის ურთიერთობას მსხვერპლთან: იგი მოტაცებამდე მათი ცხოვრების შესწავლის მიზნით უთვალთვალებს, ის გეგმის გარეშე არასდროს მოქმედებს.

რა თქმა უნდა, ყველა მკვლელი განსხვავებულია, ყველას სხვადასხვა მოტივი ამოძრავებს, ზოგი აფექტის მდგომარეობაში სჩადის დანაშაულს, ზოგი კი მოზღვავებულ სიძულვილს ვეღარ აკონტროლებს. ზოგიერთი მათგანი შემთხვევითობით არჩევს მსხვერპლს, არავინ კონკრეტული, მხოლოდ ის ვინც მათ გემოვნებაში ჯდება და ვისაც ძალიან არ გაუმართლა რომ ასეთი საზარელი ბედი ხვდა წილად.

ჯიმინმა დაუვარცხნელ თმაში ხელი შეიცურა. ამდენი ფიქრისგან თავი სტკიოდა.

ლაბორატორიის შემაძრწუნებელი კარები თანდათან მოუახლოვდათ. ჰოსოკმა სახელური გადაატრიალა, თავაზიანობა გამოიჩინა და დეტექტივი გაატარა პირველი, რომელმაც მადლობა მოუხადა და უკვე შიგნით მყოფ ჯინს მიესალმა.

Arrest Me! [Jikook]Where stories live. Discover now