36. მოგენატრე?

350 51 16
                                    

სულ რაღაც ხუთი თვე გავიდა ჯონგუკის ციხეში ჩასმის დღიდან. ამ დროის განმავლობაში ჰოსოკმა სასიკვდილო ოპერაცია გადაიტანა და ორ დღეში გამოიღვიძა. ამის შემდეგ ყველაფერი პოზიტიურად განვითარდა მისთვის. ჭრილობა კარგად შეუხორცდა, იმის მიუხედავად რომ დიდი ტყვიის ნაკვალევი მაინც ეტყობოდა მკერდზე, ხოლო დამწვრობები, რომელიც თანდათან უქრებოდა, ჯონგუკს ახსენებდა. ორი კვირა გაატარა საავადმყოფოში, შემდეგ კი სახლში დაბრუნდა, სადაც ჯიმინი დაეხმარა გამოსაჯანმრთელებლად. როდესაც მოძლიერდა განყოფილებაში, ძველ პოსტზე გააგრძელა მუშაობა. თუმცა თავს ოდნავ უხერხულად გრძნობდა, ყველა განსხვავებულად ექცეოდა ვიდრე ადრე. ამის მიუხედავად, ბედნიერი იყო რომ სამსახურში დაბრუნდა. ჯიმინი და ჰოსოკი ოდნავ დაახლოვდნენ. მიუხედავად იმისა რომ ჰოსოკმა გადაიტანა წამება, ჯიმინი უფრო დიდ ნაიარევს ატარებდა გულით. ამ ყველაფრის მერე ჯიმინიც შეიცვალა. უფრო ცივი გახდა, არც ლაპარაკობდა, ყოველთვის ჩაშავებული ჰქონდა თვალების ქვეშ უძილობისგან. კოშმარები ტანჯავდა, იმ დონეზე მივიდა რომ ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებდა. ამიტომ ჰოსოკმა ექიმთან ვიზიტი დააძალა.

ექიმმა მას პოსტ-ტრავმატული დაავადება დაუდგინა. სიმპტომების შესამსუბუქებელი წამლებიც გამოუწერა. ჯონგუკის ციხეში ჩასმის დღიდან მას ის არ უნახავს. ეშინოდა მწარე რეალობის, ეშინოდა თავისი თავის, არ იცოდა რას მოიმოქმედებდა მხოლოდ ერთხელ მაინც რომ ენახა. ისევ ჯონგუკის ბოლო სიტყვებზე ფიქრობდა. მართალია ჯერ გაქცევის მცდელობა არ ჰქონია, მაგრამ ჯიმინმა იცოდა რომ ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. საპატიმროდან გაგონილი ჰქონდა რომ კარგი ქცევებით გამოირჩეოდა, ყველა ბრძანებას და რეგულაციას უსიტყვოდ ასრულებდა, რაც ჯიმინს კიდევ უფრო აბნევდა. ასე უცებ მორჩილი და დამჯერი რატომ გახდებოდა? ლოგიკაში არ ჯდებოდა. ამდენი ხნის შემდეგ გაქცევაც არ უცდია. ჯიმინმა თვალები მოჭუტა, ეცადა ჯონგუკზე ფიქრები თავიდან ამოეგდო, თუმცა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში არაფერი ჭრიდა. ნახევრად ჩაძინებული იყო როდესაც ტელეფონის ზარმა გააღვიძა. თვალები სწრაფად გაახილა და პატარა მაგიდისკენ მიიწია.

Arrest Me! [Jikook]Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ