26. ეჭვი

357 58 48
                                    


თე თავის ლაბორატორიაში მაგიდასთან იჯდა, სხვადასხვა საქმის ფაილებს აწესრიგებდა. აიხედა, როდესაც ოთახში ვიღაცის შემოსვლის ხმა გაიგო. ჯიმინს გაუღიმა.
„გამარჯობა, საშინლად გამოიყურები, ავტობუსი დაგეჯახა?!" ჯიმინმა ნერვულად ჩაიცინა.
„გრძელი დღე მქონდა. რაღაცის ანალიზი მინდა რომ გამიკეთო." დეტექტივმა გაუწოდა მტკიცებულების პაკეტი, რომელიც თემ გამოართვა ხელთათმნიანი ხელით.
„მინდა რომ დეივონის სახლში ნაპოვნ დეენემს შეადარო." მან პაკეტი გახსნა და შიგნით ჩაიხედა.
„ეს საიდან გაქვს, ჯიმინ? არ ვიცოდი ეჭვმიტანილი თუ გყავდათ." მან დაბნეულად შეხედა, თმის ღერებს დააკვირდა.
„შეგიძლია რომ ჯერ ანალიზი გაუკეთო, მოგვიანებით გეტყვი საიდან მაქვს." ჯიმინი მის საპირისპირო მაგიდას მიუჯდა.
„სულ ეს არის რაც გაქვს? ეს თმის ღერები თუ არ იყო საკმარისი არამგონია დეენემმა რაიმე დაადასტუროს."

ჯიმინს გაახსენდა კოცნისგან დატოვებული ნერწყვი მის კისერზე. იქვე დადებული ბამბა აიღო და კისერზე მოისვა, რომელიც მის გასაკვირად ჯერ კიდევ სველი იყო. თე კიდევ უფრო დაიბნა მის საქციელზე.

„რაღაც დეენემი აქედანაც შეგიძლია აიღო ხომ? იმ შემთხვევაში თუ არც ესაა საკმარისი ვიცი როგორ..., მაგრამ არ მკითხო საიდან მაქვს." ჯიმინმა იცოდა, რომ ჯონგუკის სპერმა ისევ ჰქონდა მის სხეულზე და შეეძლო სისხლის დეენემთან შესადარებლად გამოეყენებინა.

თემ რამდენჯერმე დაახამხამა თვალები, რატომ იყო ასე გასაიდუმლოებული. ვერ ხვდებოდა რატომ გადაუხვია კანონისგან ჯიმინმა, მას აქამდე წესები არ დაურღვევია. „არა საკმარისია, რაიმე დამატებითს თუ მოიტან კარგი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვიკმარებ." თემ ბამბა აიღო თავი გადაუჭრა და პატარა სინჯარაში მოათავსა. დეენემის ტესტის ხელსაწყო მოიმარჯვა. ჯიმინი გაოცებით უყურებდა, ყოველთვის მოხიბლული იყო მისი ნამუშევრით.

„მეტყვი ბოლობოლო ვის დეენემს ვადარებ მკვლელის დეენემთან? მაინტერესებს ვინაა პოტენციური ეჭვმიტანილი?"

Arrest Me! [Jikook]Donde viven las historias. Descúbrelo ahora