ჰოსოკმა ჯავშანი შეისწორა, დამხმარე ძალასთან ერთად ემზადებოდა იერიშისთვის. ჯიმინი მთელი ღამე სახლში არ დაბრუნებულა, არც მის ზარებს პასუხობდა, თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ამას ისიც დაემატა რომ განყოფილებაში დილით ზარი შემოვიდა ბარში მომუშავე პერსონალის მიერ. სამსახურში მისულ ბარმენს მის მოპირდაპირედ, 505 ნომერში გარდაცვლილის გვამი დახვდა, რაც მაშინვე შეატყობინა პოლიციას. ჰოსოკმა იცოდა, რომ ეს ჯონგუკთან კავშირში უნდა ყოფილიყო და ჯიმინი განსაცდელში იყო, თუმცა ტელეფონში აღწერილი გვამის მიხედვით, რაღაც რიგზე არ იყო.ჯონგუკი არასდროს ტოვებს მის სათამაშოებს ასე დაუდევრად, ყოველთვის ყველაფერი გათვლილი აქვს. ამიტომ მას იმედი ჰქონდა რომ მკვლელმა ამჯერად დიდი შეცდომა დაუშვა და მას მკვლელობის ადგილას აიყვანდნენ. იარაღი შეიმოწმა, ბოლომდე გადატენილი იყო.
"ჰოსოკ, მზად ხარ?" დეტექტივი შეტრიალდა და იუნგი დაინახა, რომელიც მწუხარების თვალებით მისჩერებოდა მას. მან უბრალოდ თავი დაუქნია და იარაღი ქამარზე მიმაგრებულ ჩასადებში ჩაიდო. პოლიციის მანქანას მიუახლოვდნენ, რამდენიმე ოფიცერს უკვე ადგილი დაეკავებინათ მანქანაში. იუნგი ბოლო ადგილას დაჯდა, ჰოსოკი გვერდით მიუჯდა. როდესაც მანქანა დაიძრა იუნგიმ გაუცნობიერებლად ჰოსოკის ფეხს ჩაებღაუჭა თავის გასამაგრებლად, თუმცა როგორც კი გაანალიზა მომხდარი მაშინვე გაუშვა ხელი. დეტექტივის ღიმილი კი დაკვირვებულ იუნგის არ გამოჰპარვია.
"როგორ ფიქრობ, ის იქ დაგვხვდება?" იუნგიმ ჰოსოკისკენ შეატრიალა თავი.
"არ ვარ დარწმუნებული, პირიქით ეჭვის თვალით ვუყურებ ამ ყველაფერს. რაღაც რიგზე არ არის. ჯონგუკი ასეთი უყურადღებო არ ყოფილა გვამების მიმართ. ჯიმინიც არსად ჩანს. აშკარად რაღაცაშია საქმე." იუნგიმ მზერა წინ მიაპყრო და ტუჩი მოიკვნიტა ჰოსოკის ნათქვამზე. როგორც იქნა მიაღწიეს ბართან. ყველა მანქანიდან გადმოვიდა და ჰოსოკს უცდიდნენ გეგმისთვის.

VOUS LISEZ
Arrest Me! [Jikook]
Fanfictionაგათა ქრისტის წიგნზე დაფუძნებული. ჯიმინი არის ახალბედა დეტექტივი და ის ხდება ახალი სამიზნე ცნობილი სერიული მკვლელისთვის. ჯიმინი მოწადინებულია რომ დაიჭიროს ის რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნიშნავს რომ იგი თავად გაებას თავისივე თამა...