34. ენდ გეიმ

297 51 30
                                    

ჯონგუკი ჯიმინს მიუახლოვდა, ელექტროშოკი იქვე დადო. თოკი ბორკილებით შეუცვალა და მაგიდიდან წამოაყენა. დეტექტივს მოძრაობა ჯერ კიდევ უჭირდა, წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
„იცანი სად ვართ?"ჯიმინმა გარშემო მიმოიხედა, ოთახს კარგად დააკვირდა. უცებ გონება გაუნათდა, ეს მისი ბავშვობის სახლი იყო.
„ე-ეს ჩემი სახლია." ჯონგუკს შეხედა, სუნთქვა უჭირდა.

„შენს მერე არავის უცხოვრია აქ, როგორც ჩანს არავის მოსწონს იმ სახლში ყოფნის იდეა, სადაც მამამ მთელი ოჯახის დახოცვა სცადა." მან გაიცინა და ოთახს თვალი მოავლო.

„აუქციონზეა გატანილი ათ წელზე მეტია. არავის ჰქონია სურვილი აქ გადმოსახლებულიყო. ბინა ისევე გამოიყურება, როგორც წასვლისას დატოვეთ, სისხლის ნაკვალევის გარდა." ჯიმინს გახედა, რომელიც კანკალებდა, იმ დღის მოგონებები ამოუტივტივდა თავში.
„ჯიმინ, ლამაზი ადგილია და შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ არა დედაშენის სიკვდილი ახლა ასეთი ადამიანი არ იქნებოდი როგორიც დღეს ხარ. როგორიც მამაშენმა გაგხადა."  ჯონგუკი ლოყაზე მიეფერა. რაზეც ჯიმინი შეკრთა, შემდეგ კი თავი გააქნია, არ უნდოდა გაეხსენებინა მისი ცხოვრების ეს საშინელი მომენტი.
„არა არა არა, გეყოფა! ჯანდაბაშიც წასულხარ! აქ რატომ მომიყვანე? ჩემს ყველაზე საზარელ კოშმარში" ჯიმინმა დაუყვირა მთელი ძალით რაც კი შერჩენოდა.

„გპირდები დროს კარგად გავატარებთ." ჯონგუკი იქვე მყოფ კაცის მიუახლოვდა, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა ბორკილებიდან თავის დახსნას, ახლა ის მიაბა მაგიდაზე სადაც ცოტა ხნის წინ ჯიმინი იწვა.

„რ-რას აკეთებ?" დაბნეულად იკითხა ჯიმინმა, თანდათან უფრო აშინებდა ჯონგუკის გამოუცნობი საქციელი.

„ყველაფერი გაგიმზადე. ვიცი რომ ამით შენც ისიამოვნებ. პირველი ცდა ყოველთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელია, თუმცა არ შეგეშინდეს..." ჯონგუკი ჯიმინის უკან დაუდგა და ყურში ჩასჩურჩულა.
„მე შენთან ვარ" მას ხელი ჩასჭიდა, მაგიდასთან მიიყვანა, სადაც კაცი იწვა და იქვე დადებული ელექტროშოკი მიუწია ახლოს.

Arrest Me! [Jikook]Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang