11. გამოაშკარავება

303 53 35
                                    

ჯიმინი ბენის მამის პალატაში შევიდა რომ მოეხსენებინა მომხდარის შესახებ, კაცს კი ხელახალი შეტევა დაემართა და ექიმი იძულებული გახდა გამოეშვა პალატიდან. აუხსნა რომ მოგვიანებით მოსულიყო კითხვების დასასმელად.

დეტექტივი განყოფილებაში დაბრუნდა, გადაათვალიერა ძველი საქმეები. დარწმუნებული იყო რომ მკვლელს სხვა დანაშაულებიც უნდა ჰქონოდა ჩადენილი. მკვლელობები ისე ზუსტად და სუფთად იყო შესრულებული, რომ ძნელი მისახვედრი არ ყოფილა ეს.

„ჯიმინ?" მან თავი მყისიერად მიატრიალა კარისკენ და დაინახა იუნგი უახლოვდებოდა.
"რას აკეთებ?" იუნგიმ ხელები გადაიჯვარედინა და კედელს მიეყრდნო.
"ძველ საქმეები ამოვქექე რაიმეს პოვნის იმედად" ჯიმინმა არც კი გახედა ისე უპასუხა, ფაილებში იყო ჩამძვრალი.
"უკვე შეპყრობილი ხარ ამ საქმით. უფროსს უნდა რომ პრესკონფერენცია გამართო. ჯობია დაელაპარაკო."
"მაგრამ ახლა დაკავებული ვარ, ფაილები მაქვს შესამოწმებელი" როგორც იქნა შეხედა იუნგის, თუმცა ოდნავი გაღიზიანება ეტყობოდა სახეზე, იცოდა რომ უფროსს უარს ვერ ეტყოდა.
"კარგი ჰო, შევალ" ჯიმინმა ფაილები უკან დაალაგა.

***
დეტექტივი უფროსის კაბინეტიდან გამოვიდა თუ არა კონფერენციისთვის მომზადება დაიწყო. ნახევარი საათიც არ იყო გასული ჰოსოკიც შემოვიდა ოთახში.
"უფროსის თქმით ჩვენს ინტერესში შედის საზოგადოებისთვის შეტყობინება. პრესაც უნდა გადმოვიბიროთ რომ დამნაშავის გზას დავადგეთ. უნდა რომ პრესკონფერენცია გავმართო პირველ საათზე და ზოგადი ინფორმაციით შემოვიფარგლო, ხალხში შიში რომ არ დავნერგოთ. საზოგადოების მხარდაჭერაც გვჭირდება, ახლა მხოლოდ სიძულვილს ვიღებთ იმის გამო რომ ამდენი ხანი მკვლელი ვერ დავიჭირეთ."
"არ მიკვირს რომ შენ გთხოვა პრესკონფერენციის გამართვა. კარგი გარეგნობის პატრონი ხარ და ყველას ესიამოვნება შენი დანახვა"
"კარგი, გაჩერდი, იცი რომ ასე არაა, მე ამ საქმეს ვხელმძღვანელობ და ამიტომაც მიწევს პრესკონფერენციის გამართვა. მე იმასაც ვფიქრობ რომ ამან შეიძლება პოტენციურ მოწმემდე მიგვიყვანოს. შეიძლება ვინმეს მაინც ეცნოს მისი აღწერა"

Arrest Me! [Jikook]Donde viven las historias. Descúbrelo ahora