ჯიმინმა ძლიერი თავის ტკივილით გაიღვიძა, თვალები ძლივს გაახილა, ცდილობდა გაეხსენებინა რა მოხდა წინა ღამეს. საწოლის გვერდითა მხარეს გაიხედა, რომელიც ცარიელი დახვდა. გუშინდელი მომხდარი თვალწინ დაუდგა-ყველაფერი მაისურის შეხსნით დასრულდა როდესაც ჯიმინმა თავი არაკომფორტულად იგრძნო.*„ჯობია აღარ გავაგრძელოთ." მოულოდნელად წარმოთქვა მან. ჰოსოკმა რაღაცის თქმა დააპირა თუმცა ჯიმინმა არ აცადა. „ჯობია სახლში დაბრუნდე" ჰოსოკმა ვერ გაიაზრა რა ხდებოდა, ასე უცებ ჯიმინს არასდროს შეუცვლია გადაწყვეტილება.
„რამე პრობლემაა?" იკითხა დაბნეულმა ჰოსოკმა.
„დაღლილი ვარ, ხვალისთვის ბევრი სამუშაო გვაქვს".*ჯიმინი სააბაზანოში შევიდა და სარკეში ჩაიხედა, თმები თითებით გადაივარცხნა. თავის თავში პასუხებს ეძებდა თუ რატომ ვერ ამოიგდო გონებიდან ჯონგუკი და რატომ დაიჭირა თავი ჰოსოკისგან შორს.
ცხელი დუშის ქვეშ დადგა, ცდილობდა ფიქრები თავიდან ამოეგდო. აბაზანიდან პირსახოცმოხვეული გამოვიდა და კარადა გამოაღო, შავი ჯინსი გამოიღო, რომელიც მოკლესახელოიან ცისფერ მაისურს შეუხამა. სამზარეულოში ყავა დაისხა და რამდენიმე ტკივილგამაყუჩებელი მიაყოლა.ყავის დალევას უკვე ამთავრებდა, როდესაც ტელეფონის ზარი შემოესმა საძინებლიდან.
„გისმენთ"
„სერ, დეივონის გვამი აღმოვაჩინეთ, თუმცა საშინელ მდგომარეობაშია, ძალიან დასახიჩრებული. ამჯერად წერილიც ახლავს თან...და ახლა-„ ოფიცერმა წინადადება ვერ დაასრულა.
„გააგრძელე" ჯიმინს გამომეტყველება შეეცვალა.
„ეს წერილი თქვენთვისაა სერ, ჯან ჯიმინი" ჯიმინი ადგილზე გაიყინა, ცდილობდა ნათქვამი გაეაზრებინა. მკვლელმა, რომელმაც მას წერილი გაუგზავნა, მისი ნამდვილი ვინაობა იცოდა.
„არ გახსნათ სანამ მანდ არ მოვალ გასაგებია? უკვე გზაში ვარ" მან ტელეფონი გათიშა. ანერვიულებული საჭეს მიუჯდა.
ESTÁS LEYENDO
Arrest Me! [Jikook]
Fanficაგათა ქრისტის წიგნზე დაფუძნებული. ჯიმინი არის ახალბედა დეტექტივი და ის ხდება ახალი სამიზნე ცნობილი სერიული მკვლელისთვის. ჯიმინი მოწადინებულია რომ დაიჭიროს ის რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნიშნავს რომ იგი თავად გაებას თავისივე თამა...