41. მიზანთან ახლოს

204 34 12
                                    


-ეს ბოლოა როცა გიყურებ, აწი ყველაფერი დასრულდება, შენს სახეს აღარასდროს დავინახავ, შენს სახელს ვეღარას დროს გავიგონებ. და იცი რატომ? იმიტომ რომ ჩემთვის ამ წამიდან მკვდარი ხარ. აღარ მაინტერესებს ახლა აქვე დაასრულებ სიცოცხლეს თუ საკანში ამოგხდება სული. მაგრამ მე შენზე ხელს არ გავისვი, მე შენ არ გავხდები, ადამიანი რომელსაც ასე უმოწყალოდ შეუძლია ოჯახის დახოცვა.-ჯიმინმა ღრმად ამოისუნთქა.

-ამიერიდან შენ ჩემთვის აღარავინ ხარ და არც არანაირ ემოციას თუ გრძნობას იწვევ ამ წამიდან- ჯიმინი შემოტრიალდა კარის მიმართულებით დადგა და ჯონგუკს მიუბრუნდა

-ახლა ის შენ გეკუთვნის შენი გადასაწყვეტია რას იზავ, თუმცა მე მის გამო მკვლელი არ გავხდები. გუშინ უკვე მოვკალი ადამიანი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ის შენს სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს და ამას კიდევ გავაკეთებდი, უთქმელად დაგიცავი. თუმცა არა ახლა როცა შურისძიების ფონზე მიწევს მკვლელობის ჩადენა, ამას არ გავაკეთებ. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება.-

პაკმა ოთახი დატოვა. ზუსტად ორ წამში გაიგონა გასროლის ხმა. თითქოს ამ წამიდან ყველაზე ცუდმა ჩაიარა და შვება იგრძნო რომელსაც ამდენი ხანი ეძებდა.

***

ჰოსოკმა ამოიოხრა მაგიდასთან, წელი სტკიოდა ამდენი ხანი შეუსვენებლად მუშაობისგან. უკან გადაიხარა და გაიზმორა, რასაც მისი ძვლების ტკაცა-ტკუცი მოყვა. ის ჯიმინის და ჯონგუკის წარსულს იკვლევდა, როგორც აღმოჩნდა, ბევრი რამ არ სცოდნია. ამოიოხრა და გააგრძელა ძებნა.

-ჰოსოკ, მგონი ჯობია სახლში წახვიდე-მან თავი აწია და დაინახა თეჰიონი, რომელიც მის მაგიდასთან იდგა.

-ვერა, ბევრი საქმე დამრჩა.- ჰოსოკმა წამიერად გახედა სანამ ისევ თავის ლეპტოპის ეკრანს მიაპყრობდა მზერას.

-ჰოსოკ, ძილი გჭირდება. მეც შენსავით მინდა იმ გაიძვერას დაჭერა მაგრამ, გამოუძინებელი უფრო ვერაფერს გახდები.-

Arrest Me! [Jikook]Where stories live. Discover now