29. სულისშემძვრელი

316 55 10
                                    

ჯიმინი სცენაზე, იდგა კამერები სახეში ანათებდნენ. ტუჩზე ნერვიულად იკბინა და გამოსვლა დაიწყო.

„საქმეში წინსვლა გვაქს, სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობა ჩვენთვის ცნობილია. მისი.. მისი სახელია" ჯიმინმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, არ უნდოდა მისი სახელის თქმა, ამით ყვლაფერი რეალური გახდებოდა, მაგრამ მაინც უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, რამდენად მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ეს.

„ჯონგუკი, პროფესორი ჯონგუკი. თუ მასზე რაიმე ინფორმაცია გექნებათ მაშინვე შეგვატყობინეთ. ის მიჩნეული საკმაოდ საშიშ კრიმინალად, თუ სადმე გადააწყდებით დაუყოვნებლივ პოლიციას დაუკავშირდით." ამის განცხადება იმაზე რთული იყო ვიდრე დეტექტივს ეგონა.

„დარწმუნებული ვართ რომ მან ოთხი ადამიანი მოკლა, ასევე გაიტაცა ეთან სტოუნი, სტარის ენთერთეიმენთის აღმასრულებელი დირექტორი. ჩვენთვის მთავარი თქვენი უსაფრთხოებაა, მოგიწოდებთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ღამე გარეთ არ გახვიდეთ თუ არ იქნება გადაუდებელი აუცილებლობა." ჯიმინმა რეპორტიორებს თავი დაუკრა და გასასვლელისკენ გაემართა, ცდილობდა ზედმეტი კითხვებისთვის თავი აერიდებინა.

სწრაფად შევიდა საპირფარეშოში და მაშინვე აღებინა. ეს დღეები თავს განსაკუთრებით ცუდად გრძნობდა, საშინელი თავბრუსხვევები აწუხებდა. კიდევ ვერ იჯერებდა, ეს ყველაფერს მის თავს იმიტომ ხდება რომ მკვლელი შეუყვარდა. სარკეში ჩაიხედა, იქიდან მხოლოდ დაღლილი მზერა უცქერდა.

საპირფარეშო დატოვა და თავის ოფისში შევიდა. მაგიდაზე ძველი ქეისები იდო მკვლელობებზე, რომლებიც სავარაუდოდ ჯონგუკის ჩადენილი უნდა ყოფილიყო. თითოეული მკვლელობა იდენტურად იყო შესრულებული, თუმცა, ეხლანდელებისგან განსხვავებით ძველებზე არ იყო დამწვრობების კვალი. ალბათ საბოლოოდ აღმოჩინა მკვლელმა თუ რა მოსწონს. არც ის უნდა ყოფილიყო დამთხვევა რომ ჯონგუკის მშობლები ერთ დღეს უბრალოდ გაქრნენ - მისი ხელი უნდა ერიოს, ამაში ჯიმინი დარწმუნებული იყო, სწორედ ამიტომ აპირებდა ჯონგუკის ბავშვობის სახლის დათვალიერებას. დეტექტივი ადგა უჯრა გამოაღო და ტკივილგამაყუჩებელი დალია.

Arrest Me! [Jikook]Donde viven las historias. Descúbrelo ahora