ჯიმინი ჯონგუკის წინ იჯდა. ჯონგუკმა ის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში წაიყვანა, რომელიც არც ისე შორს იყო ჯიმინის სახლიდან. მთელი დღე მკვლელის ნაბიჯების გამოთვლაში გაატარეს. ჯონგუკი პირველი შემთხვევის ადგილას მიიყვანა, მან სცენის ანალიზის შედეგად წამოჭრა იდეა, რომ მკვლელმა გვამი ხელით ათრია, მანქანა კი შემოსასვლელთან უნდა გაეჩერებინა. ეს დეტექტივს არც კი გაუფიქრებია აქამდე. ჯონგუკმა აღნიშნა რომ ის ხშირად სტუმრობდა ამ პარკს ბავშვობაში, პირველად მაშინ აღმოაჩინა როდესაც პატარა, იყო იმ დროისთვის ბევრმა ამ ადგილის შესახებ არც იცოდა. ჯიმინმა თეს დაურეკა, რომ ადგილის განმეორებითი კვლევა ჩაეტარებინა, თუმცა ეჭვობდა რომ ვერაფერს მიაგნებდა."ჯიმინ შენზე მომიყევი, მინდა უკეთესად გაგიცნო" ჯონგუკმა გაუღიმა და მენიუს ჩახედა.
"მოსაყოლი დიდი არაფერია. მამა ერთი წლის წინ გარდამეცვალა გულის შეტევით"
"ვიზიარებ ჯიმინ, ალბათ რთული პერიოდი იყო შენთვის" ჯონგუკი ნაზად შეეხო ხელზე.
"მადლობა მაგრამ ახლა უკეთ ვარ, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. სხვათაშორის ჩემი ძმა იმ უნივერსიტეტში დადის, რომელშიც შენ ასწავლი" ჯიმინმა გაიღიმა, ჯონგუკის ხელს დახედა რომელიც მასზე იდო.
"რა პატარაა მსოფლიო" ჯონგუკმა გაიცინა და მას ხელი უფრო მოუჭირა.
"მართლაც, მას სასამართლო ექსპერტი უნდა რომ გამოვიდეს. ვცდილობ სამსახური ვუშოვნო ჩემს განყოფილებაში, როცა უნივერსიტეტს დაამთავრებს. ჩემმა უფროსმაც თქვა რომ გაუხარდება მისი აქ ყოფნა" დეტექტივმა აიღო ღვინის ჭიქა და მოსვა.
"კარგი აზრია ჯიმინ, ნამდვილად მზრუნველი ძმა ხარ, ვისურვებდი რომ მეც მყოლოდა შენნაირი ადამიანი გვერდით" ჯონმა ხელი ხელზე მოუსვა.
"შენზე რას მეტყვი ჯონგუკ? რამ გადაგაწყვეტინა ამ პროფესიის არჩევა?" პაკმა ტუჩზე იკბინა, მისი შეხებით სიამოვნებას იღებდა.
"მშობლები ადრეულ ასაკში დავკარგე. ერთხელ უბრალოდ გაუჩინარდნენ და მას შემდეგ აღარ მინახავს. ამის მერე ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი" ჯიმინმა ხელზე მოუჭირა და ჯონგუკმა თვალებში ჩახედა.
"ძალიან ვწუხვარ ჯონგუკ, წარმომიდგენია როგორ რთულად გადაიტანდი ამას, მეც ვიცი როგორი შეგრძნებაა მშობლების დაკარგვა" ჯონგუკმა გაუღიმა.
"მადლობ ჯიმინ, ვფიქრობ რომ კიდე ბევრი გვექნება საერთო. ამის შემდეგ მინდოდა რამე ისეთი გამეკეთებინა რითიც სხვებს დავეხმარებოდი. მინდოდა გამეგო როგორ აზროვნებდნენ სერიული მკვლელები, რამ უბიძგათ ამის ჩასადენად და რა ანიჭებდათ სიამოვნებას მკვლელობისას. სამწუხაროდ ეს მშობლებს არ დამიბრუნებს მაგრამ ვიცი რომ ჩემით იამაყებდნენ"

ВЫ ЧИТАЕТЕ
Arrest Me! [Jikook]
Фанфикაგათა ქრისტის წიგნზე დაფუძნებული. ჯიმინი არის ახალბედა დეტექტივი და ის ხდება ახალი სამიზნე ცნობილი სერიული მკვლელისთვის. ჯიმინი მოწადინებულია რომ დაიჭიროს ის რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნიშნავს რომ იგი თავად გაებას თავისივე თამა...