28. არასდროს მიგატოვებ, რაც არ უნდა მოხდეს

315 52 19
                                    


ჯიმინი საკონფერენციო ოთახში იდგა. მის უკან მტკიცებულებათა დაფა იყო წარმოდგენილი. მაგიდის თავში ნამჯუნი იჯდა, ხოლო მის გვერდით ჰოსოკი, თე და იუნგი ისხდნენ. ნამჯუნი წინ გადმოიხარა და მაგიდას დაეყრდნო, ყურადღებით უსმენდა ჯიმინის გამოსვლას.

„ყველაფერი რაც ჯინმა აუტოფსიით დაადგინა და თემ ანალიზის შედეგად აღმოაჩინა ემთხვევა პროფესორი ჯონის აღწერას. მას საკამოდ ფართო ცოდნა აქვს სერიული მკვლელების საქმეებზე, იცის როგორ უნდა გაექცეს დანაშაულს. მისი დეენემი ემთხვევა დეივონის სახლში აღმოჩენილ სისხლის ნიმუშს. ვფიქრობ, საკმარისი მტკიცებულებები გვაქს, იმისთვის რომ მას მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში დავდოთ ბრალი." ჯიმინმა სიტყვა დაასრულა და უფროსს გახედა, მის აზრს ელოდებოდა ამ საკითზე.

„საინტერესოდ დაიწყე, თუმცა, ჩვენ მხოლოდ ცოტაოდენი სისხლი აღმოვაჩინეთ დეივონის სახლში, დეენემის დამთხვევაც რომ იყოს, რა საფუძვლით დავაკავშირებთ ჯონგუკს სხვა მკვლელობებთან. მაგრამ ყველაზე მთავარი, როგორ მოიპოვე ეს დეენემი, არ მახსოვს რომ ამისთვის ორდერი მოგეთხოვოს." ნამჯუნმა სათვალე შეისწორა.

„უნდა დამიჯეროთ სერ, ისაა მკვლელი. ეს წერილი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, მან პირადად მე გამომიგზავნა, ის ადამიანი, რომელმაც ეს დაწერა, აშკარად მიცნობს. სიტყვები, რომელიც ამ წერილშია, ადრეც მომისმენია რამდენჯერმე ჯონგუკისგან. თქვენი თანხმობა მჭირდება მის დასაჭერად, ამით შესაძლოა მისი ბოლო მსხვერპლი ვიხსნათ სიკვდილისგან." ჯიმინმა ორივე ხელი მაგიდაზე დააყრდნო, მოუთმენლად ელოდებოდა მის პასუხს.

„კარგი, ვეცდები ჩხრეკის ორდერი მოვიპოვო მისი სახლის დასათვალიერებლად. ამჯერად არ გკითხავ როგორ მოიპოვე დეენემი, მაგრამ, თუ კიდევ გამეორდება ასეთი რამ, ისე მალე ჩამოგაშორებ ამ საქმეს, გააზრებასაც ვერ მოასწრებ. ვიცი თე, რომ შენ ეხმარებოდა ანალიზში, და შენც იგივე ბედი მოგელის" მან ორივეს მკაცრი მზერით გახედა, თითი მაგიდაზე დააკაკუნა.

Arrest Me! [Jikook]Donde viven las historias. Descúbrelo ahora