21. შანსსაც არ გავუშვებ ხელიდან რომ შეგეხო

406 55 14
                                    


ჯიმინი მაგიდასთან მივიდა და ბოლო მოკლულის ფაილი გადმოიღო. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელის ხელწერა მსგავსი იყო, გაუპატიურების ნიშნები არ აღენიშნებოდა. იქნებ სულაც არ ცდილობდა მკვლელი რომ ასე მალე მოეკლა ის, ალბათ ამიტომაც გრძნობდა ის ოდნავ სინდისის ქენჯნას. თუცა დეტექტივს არ ჰქონდა რეალური მტკიცებულება, რომ თავისი ვარაუდი გაემყარებინა.

ჯიმინი სკამზე გადაეშვა და თვალები დახუჭა.

„დილა მშვიდობისა, ჯიმინ" მან თვალები გაახილა და ოთახში შემოსული ჯონგუკი დაინახა.

მას მოტკეცილი, ლურჯი ჯინსი ეცვა, ოდნავ მაღალწელიანი. თეთრი მაისური ტანზე მომდგარი ჰქონდა, კარგად გამოკვეთავდა მის პრესს. ჯიმინმა თვალები მოიფშვნიტა, შეეცადა სექსუალური აზრები განედევნა გონებიდან.

„ჯონგუკ... ამმმ დილა მშვიდობისა" დეტექტივი უხერხულად წამოჯდა სკამზე და კისერი მოიფხანა.

„როგორ გეძინა იმ ღამის შემდეგ?" ჯონგუკი მაგიდას მიეყუდა, ტუჩები გაილოკა, მოსწონდა ჯიმინი მაკიაჟით.

ჯიმინმა თვალების ცეცება დაიწყო, იმედოვნებდა რომ არავინ უსმენდა მათ საუბარს.

„მისმინე ჯონგუკ...წინა ღამეზე უნდა დაგელაპარაკო" მან ხელი მოისვა დალურჯებებზე, „ბოდიში, მთვრალი ვიყავი, ეს არ უნდა მომხდარიყო" ტუჩის შიდა მხარეს იკბინა და საფეთქლები დაიმასაჟა, რომ ტკივილი შეემსუბუქებინა.

„ჯიმინ, ორივემ ვიცით, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა. ამის გარდა, ნამდვილად ვისიამოვნე, თავიდან ვერ ამომიგდია ის ღამე" ჯონგუკმა დეტექტივს თმა გადაუწია სახიდან, ლოყაზე ნაზად მოეფერა.

ჯიმინმა მას თვალებში შეხედა, მისი გამოხედვა აჰიპნოზებდა, ყელი გაუშრა, გრძნობდა სახე როგორ გაუწითლდა მისი დაჟინებული მზერისგან.

„სიმართლე რომ გითხრა, ველოდები რომ ეს ისევ განმეორდება, წარმოდგენა არ გაქვს რაზე ვარ წამსვლელი, იმისათვის რომ ისევ ჩემს ქვეშ გნახო" ჯონგუკმა თავდაჯერებულად გაიღიმა, ახლა მის კისერზე გადაიტანა მზერა. გაახსენდა როგორი სასიამოვნო შეგრძნება იყო როდესაც ყელში უჭერდა.

Arrest Me! [Jikook]Kde žijí příběhy. Začni objevovat