მისი ყვირილი გაისმოდა მიყრუებულ ჰოლში, ფეხების ბაკუნის ხმა სიამოვნებას ანიჭებდა ჯონგუკის ყურებს. ეს მისი ყველაზე საყვარელი მომენტია. ასე მას ნეტარებას არაფერი ჰგვრიდა და აღაგზნებდა, ასე მასში არაფერი იწვევდა ეიფორიას, როგორც ნადირობა თავის მსხვერპლზე.
ბასრი დანის წვეტი ჩამოუსვა კედლებს და ჩაიცინა, როდესაც შემოესმა კაცის ფუჭი მუდარა დაენდო ის. კაცი ცდილობდა ცოტაოდენი ჰუმანურობა მაინც გაეღვიძებინა მასში.
"რა პათეტიკურია" გაიფიქრა ჯონგუკმა. როგორი სუსტი, საცოდავი ადამიანი იდგა მის წინაშე.
კაცი ცდილობდა გზა გაეკვალა თითქოს უსასრულო ჰოლში, დასაყრდენად მობღაუჭებოდა მტვრიან კედლებს. მისი სხეული გამოფიტული და დამძიმებული იყო.უკვე სამი დღეა რაც აქ არის გამოკეტილი, მაგიდასთან მიჯაჭვული. ბორკილებით დაზიანებული კანიდან სისხლი უჟონავს.
ვერ გაუგია თუ რატომ უნდა გამხდარიყო ასეთი წამების მსხვერპლი, რატომ გაიტაცა ამ ადამიანმა, რატომ დააძალა ასეთი საშინელების კეთება რაც სამუდამო დაღს დაასვამდა მის ფსიქიკას.
ჯონგუკი მოგაგონებდათ საშინელებათა ფილმიდან გამოღწეულ ბოროტმოქმედს. უემოციო, უგრძნობი, დაუნდობელი, მხოლოდ ამ სიტყვებით თუ შეიძლებოდა მისი აღწერა. ის იყო მონსტრი , ხოლო ადრიანი კი იმდენად უიღბლო რომ მის მახეში გაება.***
ადრიანი გადაწოლილი იყო საწერ მაგიდაზე, არაკომფორტულად ჯდომისგან კუნთები სტკიოდა. მთელი დღის განმავლობაში თავაუწევლად მუშაობდა, მომდევნო სასამართლო საქმის დეტალებს განიხილავდა.
დაღლილი სკამზე გადაწვა , გაიზმორა და ძვლები გაატკაცუნა."უკვე დაამთავრე ადრიან? რამეში დახმარება თუ გჭირდება შემიძლია -" უხეში ხელი შეეხო მის მხარს.
"ყველაფერი წესრიგშია, მალე დავამთავრებ" ადრიანმა ხელი მხრიდან მოიშორა. ყოველთვის დისკომფორტს განიცდიდა თავისი უფროსის შეხებაზე.
როდესაც გადაწყვიტა სწრაფად აბარგებულიყო უკნიდან იგრძნო უფროსის დაჟინებულ მზერა და ტანის მოულოდნელი შეხება, იმდენად ახლოს მივიდა ადრიანთან, რომ თითქოს მიეწება.
"თუ რამე დაგჭირდება, თხოვნა არ მოგერიდოს" დამაჯერებლად უთხრა ადრიანს მობრუნებისთანავე.
"გასაგებია" თბილი ღიმილით უპასუხა მან და სწრაფად დატოვა ოფისი.
أنت تقرأ
Arrest Me! [Jikook]
أدب الهواةაგათა ქრისტის წიგნზე დაფუძნებული. ჯიმინი არის ახალბედა დეტექტივი და ის ხდება ახალი სამიზნე ცნობილი სერიული მკვლელისთვის. ჯიმინი მოწადინებულია რომ დაიჭიროს ის რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნიშნავს რომ იგი თავად გაებას თავისივე თამა...