ჯიმინი მისაღებში იჯდა და თეს უყურებდა რომელიც ჰოსოკის ოთახში ანალიზს აკეთებდა. ნახევარი საათის წინ თეს დაურეკა და შეატყობინა მომხდარის შესახებ, რომელიც მალევე მოვიდა რამდენიმე ჯგუფის წევრთან ერთად.„შენი მთელი ოთახი დავათვალიერე, თუმცა, ვერაფერი აღმოვაჩინე. ნემსიც სუფთა იყო მხოლოდ შენი თითის ანაბეჭდები ჰქონდა, გენერატორის კაბელი გადაჭრილია ამიტომაც არ აინთო შუქი როდესაც ჩართვა სცადე."
„ჯანდაბა! ჩემს სახლში იყო, ჩემს ოთახში და მაინც ვერაფერი ვიპოვეთ." ჰოსოკმა ამოიოხრა, იცოდა როგორ ახლოს იყვნენ მკვლელთან, საკმარისად ძლიერი რომ ყოფილიყო შეეძლო შეწინააღმდეგებოდა და შეიძლებოდა დაეჭირა კიდეც.
„ვიცი ჰოსოკ, ვწუხვარ" მხარზე ხელი დაადო თემ.
„როგორ ახერხებს ამას, ერთ პატარა შეცდომასაც არ უშვებს."ჯიმინმა თვალები დახუჭა.
„კარგად გაწაფულია ჯიმინ, იმაშიც გაგვიმართლა დეივონთან სისხლის კვალი რომ ვიპოვეთ."
"მაგაზე უნდა მეკითხა, შედეგები ცნობილია?" ჯიმინმა გახედა, მოუთმენლად ელოდა მის პასუხს.
თემ პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ ჯიმინის ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. მან ამოიოხრა და უხალისოდ ამოიღო ტელეფონი.
„გისმენ"
„ახალი გაუჩინარებული გვყავს, წიგნიც მის ოფისში ვიპოვეთ." ჯიმინს თვალები გაუფართოვდა და თავი უკან გადააგდო.
„ჯანდაბა, ახლავე მოვალ." ჯიმინმა ტელეფონი გათიშა და სავარძელზე მოისროლა.
„ახალი მსხვერპლი ყავს, ვერ წარმომიდგენია რომ ეს ხდება. უნდა წავიდეთ ჰოსოკ, ჩემი მანქანით წავიდეთ."
„როგორ, როგორ მოახერხა რომ ორ ადგილას იყო ერთი და იგივე დროს." ჰოსოკმა წარბები შეჭმუხნა.
„არ ვიცი, მაგრამ თუ კიდევ ვინმე შეეწირება ამ ნაბიჭვარს ეს გამანადგურებს." ჯიმინმა ქურთუკი აიღო რომელიც მაგიდაზე იდო.
![](https://img.wattpad.com/cover/213836373-288-k664604.jpg)
ESTÁS LEYENDO
Arrest Me! [Jikook]
Fanficაგათა ქრისტის წიგნზე დაფუძნებული. ჯიმინი არის ახალბედა დეტექტივი და ის ხდება ახალი სამიზნე ცნობილი სერიული მკვლელისთვის. ჯიმინი მოწადინებულია რომ დაიჭიროს ის რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნიშნავს რომ იგი თავად გაებას თავისივე თამა...