3. ეშმაკივით ჭკვიანი და მასზე მეტად მშვენიერი

442 64 31
                                    

ისინი დაბრუნდნენ ძველ უბანში, რომლის შენობებიც გადაჰყურებდა ჯერ კიდევ გამოუძინებელ ქალაქს. რამდენიმე რეპორტიორს უკვე თავი მოეყარა შენობის გარეთ. როგორც მტაცებლები უსაფრდებიან მსხვერპლს, ისე ელოდებოდნენ ახალი ამბის გაგებას.

"ჯანდაბა" ჯიმინი ნამდვილად არ იყო ამ სისხლისმწოველ ვამპირებთან ინტერვიუს ჩაწერის ხასიათზე.
ერთი დღეში ამდენისათვის გამკლავება უკვე ზედმეტი იყო.
"ჯერ დილის 5 საათია და უკვე აქ არიან ჩვენი დღის ჩასაშხამებლად" ამათ შემხედვარე ჰოსოკმა ამოიოხრა.

რეპორტიორები ან საუკეთესო მოკავშირეები იყვნენ ან დაუძინებელი მტრები, ამ ორს შორის ზღვარი არ არსებობდა.

"როგორც ზვიგენი წყალში ისე დაცურავენ, სანამ რაიმე ხელჩასაჭიდს არ იპოვიან" ჯიმინმა თავი მოიწესრიგა სანამ მანქანიდან გადმოვიდოდა, რომ მეტად წარმოსადეგი გამოჩენილიყო.

"ვერ ვხვდები ასე სწრაფად საიდან გაიგეს, ჩვენ თვითონაც რამდენიმე საათის წინ აღმოვაჩინეთ გვამი" ჰოსოკს გაოცებისგან აღმოხდა, უკვირდა თუ როგორ შეეძლოთ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ყოფილიყვნენ მათზე.

რეპორტიორების ჯგუფისკენ გაემართნენ. გაწი-გამოწიეს ისინი რომ სწრაფად შესულიყვნენ შენობაში და თავი დაეძვრინათ ცნობისმოყვარე კითხვებისგან.

"აქ ჭორიკანა ხალხი ცხოვრობს ჰოსოკ, მშვიდი სამეზობლო არ გეგონოს. ამასთანავე გვამიც საჯარო ადგილას იპოვეს, სადაც ყველას თავისუფლად შეეძლო დაენახა. ყოველდღე ხომ არ იკრიბება პოლიცია ასე დილაადრიან ოჯახურ პარკში" ჯიმინმა აღნიშნა.

როგორც კი შენობის შესასვლელს მიუახლოვდნენ, რომელსაც ჯიმინი მეორე სახლს ეძახდა, წამოვიდა კითხვების ცუნამი, თეორიები, ბრალდებები თუ ვინ უნდა ყოფილიყო დამნაშავე.
ორ დეტექტივს ამოსუნთქვის საშუალებაც კი არ ჰქონდათ, ფიქრზე ლაპარაკი ზედმეტია.

Arrest Me! [Jikook]Onde histórias criam vida. Descubra agora