ჯიმინი მაგიდასთან იჯდა და პროფესორი ჯონის თეზისებს ხელახლა კითხულობდა რომელიც სერიულ მკვლელებს შეეხებოდა. დეტექტივი ფიქრობდა რომ ეს მას დაეხმარებოდა, შეძლებდა ისევე ეფიქრა როგორც დამნაშავე. კითხვა ვიღაცის ხმამაღალმა ჩახველებამ შეაწყვეტინა. აიხედა და მის გასაკვირად სწორედ ჯონგუკი იდგა მის მაგიდასთან.„გამარჯობა ჯიმინ, მიხარია შენი ნახვა. არ მეგონა ასე მალე თუ შევხვდებოდით ერთმანეთს" ჯონგუკმა გაიღიმა და თითები მაგიდაზე აათამაშა.
„პროფესორო ჯონ, აქ რას აკეთებთ" წარბის აწევით შეეკითხა ჯიმინი, დაბნეული ჩანდა.
სანამ პასუხის გაცემას მოასწრებდა ნამჯუნი ოფისიდან გამოვიდა და ჯიმინის მაგიდას მიუახლოვდა. „აჰჰ, ჯონგუკ, კარგია რომ აქ ხარ. ალბათ იცნობთ უკვე ერთმანეთს. ჯიმინ ჩემს ოფისში შემოდი რაღაც მაქ შენთან გასარკვევი" დეტექტივმა თავი დაუკრა და მას და ჯონგუკს ოფისში შეყვა.
ჯონგუკმა კარი გააღო და პირველი ჯიმინი შეუშვა, როდესაც მან ჩაურა კაცი მის უკანალს მიაშტერდა. დეტექტივი სკამზე დაჯდა და მკვლელიც გვერძე მიუჯდა.
„მოკლედ ჯიმინ, პროფესორმა ჯონმა გადაწვიტა თავისი ცოდნა გამოიყენოს და დაგვეხმაროს გამოძიებაში. ეს კი საკმაოდ წაადგება ჩვენს საქმეს. მისგან დახმარების სურვილი დიდი პატივია. მეც, რათქმაუნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას" ნამჯუნმა ღიმილით შეხედა ჯიმინს.
„მაგრამ სერ, ეს საქმე ხომ მე მაბარია. მე არ-„ დეტექტივს სიტყვის დამთავრებაც არ დასცალდა, უფროსმა გააწყვეტინა.
„ნუ წუხ ჯიმინ, ეს საქმე ისევ შენია. ბატონი ჯონი გამოძიებაში დაგეხმარება და კონსულტაციის შემთხვევაში შეგიძლია მას მიმართო. მოსახერხებელი იქნება თუ შენს ოთახში ადგილს გამოუყოფ. რა ინფორმაციაც გვაქვს ყველაფერი დაზუსტებით მიაწოდე ამ ანბანის მკვლელზე როგორც პრესა მოიხსენიებს" ჯონგუკმა თავი მოთოკა რომ არ შეეღრინა ამ იდიოტურ მეტსახელზე.

ESTÁS LEYENDO
Arrest Me! [Jikook]
Fanficაგათა ქრისტის წიგნზე დაფუძნებული. ჯიმინი არის ახალბედა დეტექტივი და ის ხდება ახალი სამიზნე ცნობილი სერიული მკვლელისთვის. ჯიმინი მოწადინებულია რომ დაიჭიროს ის რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნიშნავს რომ იგი თავად გაებას თავისივე თამა...