38. პირველი!

300 51 18
                                    


-შენთან მინდა

-იქნები კიდეც- ჯონგუკი დეტექტივს დაჟინებული მზერით უყურებდა, თითქოს, მის შესწავლას ცდილობდა, მის სახეს ყურადღებით აკვირდებოდა, არცერთი დეტალი არ უნდოდა გამოჰპარვოდა.

ჯიმინი ამ მომენტში აღარაფერზე ფიქრობდა გარდა ერთი რამისა-მათ შორის მანძილი ზედმეტად შორი იყო. თითქოს მხოლოდ ეს ერთადერთი დაბრკოლება აშორებდათ ერთმანეთისგან. და ახლა რაც არ უნდა მომხდარიყო მას გადალახავდა, დააპირა კიდეც ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ, ტრანსიდან კარის ხმაურმა გამოიყვანა.

-პოლიცია, გირჩევთ ადგილზე დარჩეთ!-კარიდან ოფიცერი შემოვარდა იარაღით ხელში რომელიც მაშინვე ჯონგუკის მიმართულებით დაამიზნა.

ჯონგუკი არც ცდილობდა განძრევას, ოფიცრის თვალიერებით თავი არ შეუწუხებია, ისევ ჯიმინზე მომართა მზერა, თუმცა, მის გამომეტყველებაში რაღაც შეიცვალა, სახე გაუცივდა და ეს დეტექტივმაც იგრძნო.

-პატარა, რა კარგი მსახიობი ყოფილხარ, კარგად გამოგივიდა ჩემი მახეში გაბმა -მისი თვალები გაშავდა და ჩაბნელდა, -ჩემთან თამაში გადაწყვიტე?! სამწუხაროა, მე უფრო ღრმა და გალანტური მიზნები მამოძრავ- სიტყვის დამთავრებაც არ დასცალდა, ჯიმინის ხმამ გააჩუმა.

-ჯონგუკ!- ორივე ერთმანეთს უყურებდა, თითქოს ოფიცერი მათთვის აღარ არსებობდა,

-ეს მე.. მე არ გამიკეთებია, გთხოვ, დამიჯერე, მე არავისთვის მითქვამს შენი ადგილსამყოფელი- დეტექტივი ახლა მას შუშის თვალებით უყურებდა, მისთვის აზრი აღარ ჰქონდა ვინ იყო მათთან ერთად, ვინ უსმენდა, -მე ამის გაკეთება ვერ შევძელი.

თუმცა, მაინც მათ წინ ისევ აღიმართა უზარმაზარი კედელი, ნუთუ კიდევ უნდა დაეკარგა ადამიანი რომელიც ასე უყვარდა, თითქოს ეს უძილო ხუთი თვე საკმარისი არ იყო. ჯიმინმა ოფიცერს გახედა, სეულის დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი ამოიცნო.

Arrest Me! [Jikook]Where stories live. Discover now