2. მსხვერპლი

508 69 27
                                    

ორშაბათის სუსხიანი დილა იყო.
მისი სუნთქვა ჰაერში ორთქლის კვალს ტოვებდა. ჯიმინმა დილის ოთხზე გაიღვიძა. სამსახურიდან შეტყობინება მოუვიდა ახალი გვამის თაობაზე, რომელმაც ძილბურანიდან გამოიყვანა. მთვარე ჯერ ისევ ცაზე ეკიდა და ქალაქს ეძინა.

სამსახურში მოკლე გზით მიმავალმა ახალგაზრდა მუშამ გზაზე დაგდებული გვამი იპოვა. ვერასდროს იფიქრებდა რომ ოდესმე ასეთი საშინელი სცენის მომსწრე გახდებოდა.

ჯიმინისთვის ცნობილი გახდა რომ გვამთან ერთად აღმოაჩინეს საბავშვო წიგნი ანბანის ასოებით, ხოლო გარდაცვლილის მკერდზე ასო ა იყო ამოტვიფრული.
ჯიმინი შემთხვევის ადგილზე დაღლილ-დაქანცული მივიდა. გამოუძინებელი თავს კარგად ვერ გრძნობდა. სამკერდე ნიშანი პოლიციის ოფიცერს აჩვენა, რომელმაც ლენტი აუწია, ქვეშა რომ გამძვრალიყო, პარტნიორს მიუახლოვდა და მასთან ერთად შეუდგა მოკლულის დათვალიერებას.
"აბა რა სიტუაციაა ჰოსოკ?" იკითხა და ჩაიმუხლა რომ უკეთ შეეხედა გვამისთვის.
"მაიკმა თქვა რომ დაახლოებით დილის სამ საათზე იპოვა მოკლული. პარკში შესული ან გამოსული არავინ დაუნახავს და არც მოკლულთან იყო ვინმე. ცხედრის ამოცნობა ვერ მოახერხა. არა მგონია იტყუებოდეს. კრიმინალური წარსული არ მოეძებნება, 26 წლისაა, ცოლი და 1 წლის შვილი ყავს. მშენებლობაზე უკვე 10 წელია მუშაობს. მისი ჩადენილი აშკარად არ არის" ჰოსოკმა მაიკის ჩვენება მოახსენა ჯიმინს.
"ასე დარწმუნებული ნუ ხარ ჰოსოკ. არავინ არ იცის ვის რა შეუძლია სინამდვილეში" ექსპერტის თვალებით შეხედა გვამს მან, შეამჩნია ძველი ჩალურჯებები მაჯებზე, რაც იმას ნიშნავდა რომ დიდი ხნით უნდა ყოფილიყო ბორკილებით დაბმული.

ჯიმინმა ახლა ჯინს გახედა.
"შენ რას ფიქრობ?" შეეკითხა, როდესაც დამატებითი დამწვრობები აღმოაჩინა.
"მას კისერზე ღრმა ჭრილობები აღენიშნება, გადაჭრილი აქვს ტრაქეა და საძილე არტერია ხოლო მკერდის, მკლავების და ბარძაყის მიდამოებში მესამე ხარისხის დამწვრობები აქვს მიყენებული, რაც იუწყება რომ ელექტროშოკი გამოიყენეს მასზე. მაჯებზე ჩალურჯებები კი სავარაუდოდ ბორკილებს უნდა გამოეწვიათ. მკერდზე ასო სიკვდილის შემდეგ უნდა იყოს ამოტვიფრული, თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი სანამ ლაბორატორიაში არ შევამოწმებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ სიკვდილი კისერზე ჭრილობის შედეგია" ხელთათმანიანი ხელი კისრის მიდამოში მოუსვა გვამს.

Arrest Me! [Jikook]Donde viven las historias. Descúbrelo ahora