ჯიმინმა ჯონგუკს შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინა, სადაც ბენი აღმოაჩინეს. პოლიციის ლენტი ისევ გარს ეკრა ამ ადგილს, თუმცა ტყვილ-უბრალოდ, რადგან არანაირი რეალური მტკიცებულება ამ ადგილზე არ აღმოჩნდა.
„შენი აზრით ჯიმინ, რა მიზეზი უნდა ჰქონოდა მკვლელს ამ ადგილის შერჩევისთვის" ჯონგუკმა სასაფლაო შორიდან შეათვალიერა.
„იქიდან გამომდინარე რომ ქალაქის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზეა საჯარო ადგილია და ადვილად მისაგნები ყველასთვის" ჯიმინმა კისერი მოიფხანა და იმ ადგილს დახედა სადაც გვამი ნახეს პირველად.
„ეს იმას ნიშნავს რომ მკვლელი საკმაოდ დაჯერებული და გამბედავია, დარწმუნებულია რომ ვერ დაადგებიან მის კვალს ვერცერთ შემთხვევაში" მოჩვენებითი ინტერესით გახედა ჯონგუკმა.
„მართალი ხარ, ნამდვილად არ ეშინია რომ იპოვიან, რაც საქმეს ართულებს რადგან არ შეჩერდება სანამ არ დავიჭერთ" ჯიმინმა ხელები ჯიბეში ჩაილაგა.
„შენში დარწმუნებული ვარ ჯიმინ, იმაზე ახლოს უნდა იყო ვიდრე გგონია, ჩემი დახმარებით აუცილებლად მივაგნებთ დამნაშავეს" ჯონგუკი მას მხარზე ნაზად შეეხო და მოეფერება.
ჯიმინს გაეღიმა, მოეწონა მისი ალერსი. პირველად იგრძნო ვიღაცასთან ასეთი კავშირი, სიამოვნებდა მისი მშვიდი ხმის მოსმენა, მისი ნათელი ღიმილი გულს უთბობდა. ფიქრებიდან ის ტელეფონის ზარმა გამოარკვია.
„გისმენთ"
„გამარჯობა ჯიმინ, ჯინი ვარ. გაკვეთა დავასრულეთ და ვიფიქრე რომ შედეგები დაგაინტერესებდა"
„კარგი, ახლავე მოვალ" დეტექტივმა ტელეფონი გათიშა.
„ჯინს აუტოფსიის შედეგები მზად აქვს, განყოფილებაში წავიდეთ" ჯონგუკმა თავი დაუქნია და მანქანისკენ გაყვა დეტექტივს.
ჯიმინი და ჯონგუკი ბენის გვამის წინ იდგენენ, რომელიც ჯინის ლაბორატორიაში მაგიდაზე იდო. მკვლელმა შეათვალიერა მისი სხეული, მოხიბლული იყო თავისი ნამუშევრით. ნამდვილად ლამაზი სანახავი იყო მისთვის.
YOU ARE READING
Arrest Me! [Jikook]
Fanfictionაგათა ქრისტის წიგნზე დაფუძნებული. ჯიმინი არის ახალბედა დეტექტივი და ის ხდება ახალი სამიზნე ცნობილი სერიული მკვლელისთვის. ჯიმინი მოწადინებულია რომ დაიჭიროს ის რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ნიშნავს რომ იგი თავად გაებას თავისივე თამა...