ჯონგუკი საკმაოდ დაძაბა მშობლების ჩამოსვლამ. დედამისი საკმაოდ გამხდარი ჩამოვიდა, ქალი არც ისე ჯამრთელად გამოიყურებოდა. თუმცაა, გულიც გაუთბო დედის ნახვამ, ისეთი სიყვარულითა და სითბოთი გადაეხვია, როგორითაც ჯონგუკს მხოლოდ თეჰიონი ეხვეოდა-ხოლმე. ან ეჩვენებოდა, რადგან თეჰიონი მოსწონდა. თეჰიონი მოეწონა, რა თქმა უნდა, ამას არ აღიარებდა, უმთავრესი მიზეზი ის იყო, კიმს საპუსუხო გრძნობა რომ არ ჩააგნდა.
-გუკ, საჭმელი მზადაა.-ისეთი უჩვეული იყო დედის ხმა ქვედა სართულიდან.
-არ მშია, უნდა წავიდე.-ჯონი ფეხსაცმელს იცვამდა, როცა დაბლა ჩავიდა, მამამისი დივანზე იყო წამოგანძული და ლუდს სვამდა.
-ცოტა გეჭამა, სუფი გავაკეთე.
-დედა არ მშია, სანამ ეს გამოთვდება წავალ.
-ვეცდები დავეთანხმო რომ მალე წავიდეთ.
-ყველაფერი რიგზეა, მიხარია შენი ნახვა.-ჯონი დედის მხრებს მოეხვია და სწრაფად დატოვა სახლი.
ერთი სული ჰქონდა ზამთარი გასულიყო. გაზაფხული ძალიან უყვარდა, სახლში გაჩერების აუცილებლობაც არ იყო, რადგან თბილოდა. გეზი ჰოსოკის სახლისკენ აიღო. დაღლილი იყო, თეჰიონთან რომ წასულიყო უფროსი კითხვეს დაუსვამდა, თანაც ამ ბიჭს რაღაც უნარები ჰქონდა, მაშინვე ხვდებოდა რომ ჯონი ცუდად იყო და ამაზე საუბარი არ უნდოდა ასე რომ ჯონი საუკეთესო გზა იყო.
ჰოსოკი ქალაქის ცენტრში, მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობდა, ზოგჯერ მასთან მისი და და სასიძო რჩებოდნენ, რადგან განსამარტოვებლად ადგილი სჭირდებოდათ, მაგრამ ჯონგუკი დარწმუნებული იყო გოგონა ახლა საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ჯონგუკმა ავტობუსი გააჩერა, ყურსასმენები ისე იყო დაბურდული იყო გახსნას აზრი არ ჰქონდა ისევ უკან დააბრუნა, ჯიბეში. შებინდებული იყო. ჯონგუკის ამონასუნთქისგან მინა დაიორთქლა. ჯონმა მობილური მოიმარჯვა.
YOU ARE READING
ვარდისფერი და მძიმე
Fanfiction🔞 დასრულებული მომბეზრდა.-„ფულის კეთება მობეზრდა?" გაიფიქრა თეჰიონმა, თავისთვის. როგორ შეიძლება ფულის კეთება მოგბეზრდეს და თან ასეთი ღატაკი იყო? თეჰიონს არ ესმოდა.