🤗

221 20 14
                                    

 არასოდეს არ მიმაქვს ფული სამსახურიდან ცოტახნით რომ გავდივარ, იმ შემთხვევბის გარდა, როცა რაღაცის ყიდვა გამიზნულად მინდა

Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.

არასოდეს არ მიმაქვს ფული სამსახურიდან ცოტახნით რომ გავდივარ, იმ შემთხვევბის გარდა, როცა რაღაცის ყიდვა გამიზნულად მინდა.

ჩემს ოფისს საპირფარეშო არ აქვს და მიწევს ვისარგებლო გარეთ. ზოგადად სხვაგან დავდივარ ხოლმე მაგრამ წვიმდა და მეთქი ჯანდაბას ცოტახანი ავიტან აუტანელ სუნს თქო. იქვე ბებო იჯდა ამ ყვავილებს ყიდდა კონას 2 ლარად. სანამ შევდიოდი ვიღაც ბიჭი გამოელაპარაკა და იმან მიიქცია ყირადღება. მეთქი რომ გამოვალ უეჭველი ვიყიდი თქო. სახელფასო ბარათი მქონდა ქეისში, გადავედი გზაზე (სიკვდილამდე მეშინია გზაზე გადასვლა) ფული გამოვიტანე, დავახურდავებინე და ერთი კონა მომეცი მეთქი. ხალხო ჯიბეში ორი ლარი და ათი თეთრი ჰქონდა მარტო, კინაღამ ტირილი ამიტყდა, ორი წამოვიღე. ხუდაც გამოვართვი რომ არ დამემცირებინა და ბრძოლა მაქვს საკუთარ თავთან მაგის გამო. მაინც მკარნახობს ტვინი რომ სწორად მოვიქეცი, იმიტომ ზის იქ და ყიდის, რომ სხვისი ლარიანი არ უნდა სამადლოდ მიცემული, პრინციპები მაინც თავისას შვება. შემეშინდა არ დავამცირო უნებურად-მეთქი და ხურდაც გამოვართვი. მეტი აღარ ჰქონდა თაიგულები 🥺. იმედია ახლა სახლში წავა და ამ ჩახუთულობას იქ დაემალება და დაისვენებს.

იმის თქმა მინდოდა რომ ჩვენ ეს ორი ლარი არ დაგვაქცევს, იმათთვის კი საარსებო მინიმუმი შეიძლება იყოს. როცა ასე დავინახავ შავოსან ბებოებს და ბაბუებს წარმოვიდგენ როგორ აგროვებდნენ დაჯოჟრილი ხელებით ამ ყვავილებს თუ მწვანილებს გული მიწუხს, არ უნდა სჭირდებოდეთ ამ ასაკში ასე გარჯა მაგრამ ვაფასებ, იმისთვის რომ იბრძვიან.

დღეს ჩემი ფულით პური რომ იყიდოს ხვალ სხვა მომხმარებელი გამოუჩნდება და ხვალ იმით იყიდის. მეც გახარებული და კმაყოფილი ვარ ბებოს სახლში მალე წასვლაში წვლილი შევიტანე და ჩემი საყვარელი ყვავილებიც მაქვს. თქვენც გთხოვთ გაახაროთ მოხუცი ბებოები და ბაბუები, იმათ უიმედო თვალებში პატარა ნაპერწკალი მაინც გააჩინოთ.

 

ვარდისფერი და მძიმეTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang