-მოკეტე, ჰიონ.
-ჯონგუკ, ენას ამოგაძრობ!
-მოკეტე, ჰიონ!-ჯონგუკმაც ხმამაღლა უპასუხა.
-ჯონ, წყეული, ჯონგუკ!
-ჰიონ, აქ რომ დავრჩე რა?
-ჩვენთან იქნები, შენს მეგობრებთან და ოჯახთან, გაგიშვი, რადგან მაშინ ასე იყო საჭირო, მაგრამ ახლა არაა ამის აუცილებლობა. ნუ იქცევი შეშინებული თინეიჯერივით.
-შეშინებული თინეიჯერი ვარ.
-ნუ მეკიდები სიტყვებზე.-შფოთავდა მინი.
-ენა შეწიე, ბავშვო, ნუ მემანჭები თორემ ამოგთხრი!
-ჰიონ, რატომ ყვირი?
-ნერვებს მიშლი და რას ელოდები, მოვალ, თავზე ხელს გადაგისვამ და დაგიყვავებ?-გაოცდა იუნგი.
-ჰიონ, რატომ არ გესმის ჩემი? არ შემიძლია თეჰიონის ასე ყურებ.
-ჯონგუკ, ამას ერთხელ ვიტყვი და არ გავიმეორებ. შენ ხომ იცი როგორ ვერ ვიტან იმ სნობს გაცნობის წამიდან. აუტანელი იყო, ტრაკზე ბუზს არ ისვამდა, ისე მიყურებდა, როგორც ბომჟს. შენთვის შეიცვალა და შენც შეიცვალე მისთვის, შენი არსებობა თეჰიონის გვერდით მისთვის სილის გაწვნასავით იყო, შეცვალე ის, ერთმანეთი შეცვალეთ და ეს უმიზეზოდ არ ხდება. შენც იცი, მე საშინელი ხასიათის პატრონი ვარ, მუდამ მთხოვდნენ შეცვლას და რაღაცებს მაგრამ არავისთვის გამიკეთებია ეს, თუ ჯიმინს დასჭირდება გავაკეთებ. თუ ჯიმინი მეტყვი იმ გამოწკეპილ ჯამბაზებს დაემსგავსე და ყელზე ბანტით იარეო ამას გავაკეთებ, თუ ჯიმინი მეტყვის თმის შეღებვას მოეშვი, დალევასა და მოსაწევასო ამას გავაკეთებ. შესაძლო ყველაფერი ერთიანად ვერ ვქნა, მაგრამ მივეჩვევი, ვეცდები. იმიტომ რომ მიყვარს, რადგან ვინც გიყვარს მისთვის ტანჯვა ღირს, მისთვის შეცვლაც ღირს. თქვენ, ორ დებილს ერთმანეთი გიყვართ. კიმ თეჰიონი კარგი ბიჭია, ვერ ვიტან, მაგრამ კარგი ბიჭია და არ იმსახურებს იმას, რაც მიიღო ცხოვრებისაგან. მისი ბრალი არაა, რომ შენმა გამოჩენამ მისი ცხოვრება არიან, ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, მიეცი დროს საშუალება თავისი მოყენებული იარები მოაშუშოს. დარჩი და დაუცადე რა მოხდება. ნუ იქნები ლაჩარი, ლაჩრები გარბიან, ლაჩრები ტირიან უბრძოლველობის გამო და ლაჩრები უშვებიან საკუთარ თავს მაგას.-იუნგიმ ჯონგუკს მარჯვენაზე ანიშნა.

KAMU SEDANG MEMBACA
ვარდისფერი და მძიმე
Fiksi Penggemar🔞 დასრულებული მომბეზრდა.-„ფულის კეთება მობეზრდა?" გაიფიქრა თეჰიონმა, თავისთვის. როგორ შეიძლება ფულის კეთება მოგბეზრდეს და თან ასეთი ღატაკი იყო? თეჰიონს არ ესმოდა.