💁

531 42 54
                                    

როგორ ხართ?

ახლა გამახსენდა და უნდა მოგიყვეთ. ზოგს შეიძლება აინტერესედბეს სად, როგორ და რანაირად მოვხვდი აქ. მოკლედ სადღაც წელიწად-ნახევრის მიტოვებული მქონდა წერა რომელიღაც გვერდზე ძალიან ქრინჯობა ფან-ფიქცია რომ წავიკითხე. მაშინ სტილს ვერ ვხვდებოდი და მეგონა აუცილებლად აიდოლისა და ფანის ურთიერთობაზე უნდა ყოფილიყო. ჰო და მაშინ ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა, შემთხვევით შემომეწერა პატარა ფიქცია.

რა აზრი ქონდა თუ არავინ წაიკითხავდა და მივწერე ამ გვერდის ადმინს (სადაც ვნახე ის ქრინჯობები), ძაან თავდაჯერებულად, იმიტომ რომ არ ვიყავი დამწყები ავტორი, მანამდეც ბევრი მქონდა დაწერილი და კიდევ ბევრს ვაპირებიდ (ვინც არ იცის, 11 წლიდან ვწერ, ნახევარი ცხოვრებაა 😂). ნუ მივწერე ამ გვერდის ადმინს, რომ რაღაც დავწერე წაიკითხე და თუ მოგეწონება დამიდე-მეთქი. არაო, მიპასუხა მაშინვე. პირველი შემთხვევა იყო რომ ეგრევე არ დავნებდი უარს და კიდე მივწერე, მაშინ ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემი სახელი ეწერებოდა თუ არა ავტორის ადგილზე, მთავარი იყო თავდაჯერებულიბა ამემაღლებინა. მეორეჯერაც მივწერე დამიდე და თანაავტორად საკუთარი თავი მოიხსენიე-მეთქი (ზუსტად ვიცოდი რომ კარგ რამეს ვთავაზობდი) ისევ უარი მითხრა, მესამედ საერთოდ დავიკიდე საკუთარი თავი და ვუთხარი შენად გაასაღე მეთქი.

   ადამიანის დახმარება რომ არ გინდა.. მომწერა, მე არ დავდებ, არის შესაბამისი აპლიკაცია და იქ დაწერეო. ეს უკვე მომეწონა, გამიხარდა რომ არ დავნებდი და კიდევ ერთხელ "შევბედე" აპლიკაცია ჩამიგდე-მეთქი, ახლა არ მცალია და რომ მოვიცლი თუ გამახსენდა კიო(ვგრძნობდი როგორ ატრიალებდა თვალებს). ანუ ამდენის დაწერას ერთი სქრინი რომ ჩაეგდო ან ერთი სიტყვა დაეწერა დაახველებდა?

იმის მერე ხშირად მიფიქრია და ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ჩემი მკითხველის და გამომწერების რაოდენობას რომ ვუყირებ, 2018-ის ბოლოდან მოყოლებულ ჩემს შრომას რომ ვუყურებ აქ და იმას რაც გამოვიარე, კითხვა მიჩნდება, ეს ყველაფერი რომ სცოდნოდა მაშინაც არ გაასაღებდა ჩემს ნაწერებს თავისად?

  ამით განსაკუთრებული არაფრის თქმა არ მინდოდა, უბრალოდ მოგიყევით მაგრამ თხოვნასავით მექნება. ნუ ეტყვით ადამიანებს უარს, თუ დახმარება შეგიძლიათ, ეს სულ რამდენიმე დღის ამბავი იყო, მე მაინც მოვხვდი ამ აპზე. არიან ადამიანები, მეც ბევრი მყავს სიაში, ცეცხლი რომ ეკიდებოდეთ წყალს არ მივასხამ, დავჯდები ვუყურებ როგორ ამოსძვრებათ სული, მაგრამ ვისაც ჯერ არ უწყენინებია და არაფერი დაუშავებია იმათ მაინც ნუ აქცევთ ზურგს.

ჩაო🥰

ვარდისფერი და მძიმეWhere stories live. Discover now