17

2K 176 80
                                    

✨😌😌😌 (666) ✌️

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

✨😌😌😌 (666) ✌️

____

  საბინამ სასტუმროს ნომერს თვალი მოავლო და თავის გვერდით აბურცულ საწოლზე შეაჩერა მზერა. საწოლიდან ნელა ჩამოვიდა, თავბრუსხვევა და დისკომფორტი იგრძნო, მაგრამ დააიგნორა და ტანსაცმელი ჩაიცვა. კაბის ჯიბეში ტელეფონი მოქექა და კონტაქტებში თეჰიონი იპოვა.

-თე,-მესამე ზარზე უპასუხა კიმმა და გოგონამ სუნთქვა არ დააცადა ისე დაუძახა.

-საბინა, კარგად ხარ?-პანიკაში ჩავარდა კიმი.

-კი, კარგად ვარ, თე შემხვდი რა.

-სად და როდის?

-ახლავე, ჩვენს საყვარელ ტკბილეულის სახლში მოდი, მეც მალე მოვალ.

-ახლავე გამოვალ.

  თეჰიონის გულში ეჭვისა და შიშის მატლმა დაიწყო ცოცვა. ძალიან შეაშინა გოგონას ხმამ. მამას შეატყობინა საბინას მგონი რაღაც შეემთხვა და მივდივარო და მანქანისკენ გაიქცა.

  კიმი ათი წუთი ელოდებოდა საცოლეს, საბინა რომ შემოვიდა თან შემოჰყვა რაღაც უსიამოვნების გრძნო და თეჰიონი სკამზე აწრიალდა.

-უნდა დავშორდეთ, თე.-საბინამ გვერდით გადასწია ყავა, რომელიც გაგრილებული დაუხვდა უკვე.

-რატომ?-თეჰიონს ბევრი რამის თქმა უნდოდა. "მადლობა" "კარგი აზრია" "რამე იცი?" მაგრამ მხოლოდ ეს მოახერხა. პირველი აზრი მის თავში ის იყო, რომ საბინამ მასზე და ჯონგუკზე გაიგო.

-გიღალატე,-გოგონას ცრემლები წამოუვიდა. პირზე აიფარა ხელი და ხელსახოცს მისწვდა.-წუხელ ჟან იშინთან ვიწექი.-კიმს ბრაზისგან გააჟრჟოლა.

ვარდისფერი და მძიმეWhere stories live. Discover now