ამჯერად მართლა 32 😏
_____
თეჰიონი შვებულების ბოლო დღეს ჯონგუკის მკლავებში გორავდა, დილა იყო და ჯერ სამსახურში არ მიდიოდა უმცროსი. გრძნობდა ბიჭის დაჟინებულ მზერას, სიამოვნებდა რომ ჯონგუკი მძინარეს ეფერებოდა.
-დიდხანს უნდა მატყუო?-გუკმა ცხვირზე ჩამოჰკრა თითი მის მხარზე თავმიდებულ უფროსს და ჩაიხუტა.
-დიდიხანია მიხვდი?
-რომ გაკოცე გული ისე აგიძგერდა მივხვდი რომ არ გეძინა.
-და ამდენიხანია ამით ერთობი არა?-თვალები გაახილა კიმმა და სადაც მისწვდა აკოცა, ნიკაპი აღმოჩნდა ის ბედნიერი ადგილი.
-მიყვარხარ,-ხელებში მოსრისა გუკმა ბიჭი.
-ძალიანაც კარგი,-გაირინდა თეჰიონი და კოცნებიც მიიღო უმცროსისაგან.
-ადექი ახლა, მოვემზადები და ჩემთან ერთად ჭამე, რაც შვებულება დაგეწყო, მას შემდეგ გვიანობამდე საწოლში გორაობ.
-ვისვენებ და შეგიძლია დღეს გააცდინო.
-ნუ ცდილობ ჩემს შეცდენას, ლოყებს მოგაჭამ,-ლოყაზე უკბინა გუკმა და მერე საყვარლად გაიღიმა.
-სიყვარულის მოძალება გაქვს? სადაცაა გამსრისო.
-ჰო, სიყვარულის მოძალება მაქვს და მიდი ახლა ჩამეხუტე.
-მოდი ჩემთან, პატარავ. ჩემი ყურცქვიტა.-თეჰიონს ეღიმებოდა ჯონგუკმა პოზიცია გაუცვალა და თვითონ მიწვა უფროსის გულზე. თმაში შეუსრიალა თითები კიმმა.
-მიყვარხარ და შენც მითხარი რომ გიყვარვარ, თორემ, დაგახრჩობ.-დაიმუქრა თეჰიონის მკერდზე ლოყადაბრტყელებული უმცროსი.
-სულაც არ მიყვარხარ რაა.
-აბა კარგად დაფიქრდი?-ტუჩებზე მიიდო თითი დაფიქრების ნიშნად გუკმა.
-სულელი ხარ და მეც სიგიჟემდე მიყვარხარ.
-აუუ, გუუუუ,-თეჰიონი ქვედა სართულიდან უყვიროდა აბაზანაში მყოფს.

ВЫ ЧИТАЕТЕ
ვარდისფერი და მძიმე
Фанфик🔞 დასრულებული მომბეზრდა.-„ფულის კეთება მობეზრდა?" გაიფიქრა თეჰიონმა, თავისთვის. როგორ შეიძლება ფულის კეთება მოგბეზრდეს და თან ასეთი ღატაკი იყო? თეჰიონს არ ესმოდა.