იუნგიმ ჯონგუკზე იძალადა!
ცოტა აკლდა და ქეჩოთი წაათრევდა ჯინთან და ნამჯუნთან. ჯონგუკს როუზიც, რა თქმა უნდა, გაჰყვა.
-საღამო მშვიდობისა,-ჯონგუკი დასჯილი ბავშვივით შევიდა ჯინის მისაღებში.
-ჩემი პატარა მოვიდა.-შეჰყვირა ჯინმა და ჯონგუკი ხელში მოკუჭა.
-ჰიონ,-დაიწუწუნა ჯონგუკმა.
ყველა გაირინდა, როდესაც ჯონგუკს უკან გოგო შემოჰყვა, ყველას ახსოვდა ეს გოგო დაკრძალვიდან, გვერიდან რომ არ შორდებოდა ჯონგუკს.
-ეს როუზია, ერთად ვმუშაობთ, სეულის დათვალიერება უნდოდა და გამომყვა.-ჯონმა ხელი მოხვია გოგოს და გაუღიმა, გვიან შეხედა დივნის კუთხეში ჩაკუჭულ თეჰიონს და თავი უხერხულად იგრძნო.
კიმს ფართო მაისური ეცვა, თეთრი და კარგად მოუჩანდა ლამაზი ყელი და გამოკვეთილი ძვლები.
-დაჯექი, გუკ.-ნამჯუნიც გადაეხვია ბიჭს და როუზს ადგილი გაუთავისუფლა ჯონის გვერდით.-პიცა გამოვიძახეთ, იმედია პეპერონი გიყვარს.-როუზმა თავი დაუქნია.
-ჰიონ, მე წავალ.-თეჰიონი წამოიმართა, ეს ბიჭები ჯონგუკის მეგობრები იყვნენ და გუკი მათთან უხერხულად არ უნდა ყოფილიყო.
-სად მიდიხარ?-შეიცხადა ჯიმინმა, მანდ დაჯექი.
-ცოლი მელოდება.-ჩუნად თქვა თეჰიონმა.
-გაყევი,-უბიძგა გვერდიდან იუნგიმ ჯონგუკს და გუკიც დაბნეული წამოდგა.
-თეჰიონ.-კიმს წამით ეგონა მეჩვენებაო.
-გამარჯობა.-გაუღიმა უკვე მანქანასთან მისულმა და უკანა ჯიბეებში ჩაილაგა ხელები, თითის წვერებზე იწეოდა და უკან ეშვებოდა, ცმუკავდა.
-ახლა ასე უნდა ვიყოთ? ისინი შენი მეგობრებიც არიან, შევიდეთ.
-არ მინდა უხერხულად იყო.
-არ ვიქნები, გპირდები. უბრალოდ წამოდი.-ჯონგუკმა დროზე დაკეტა პირი სანამ მუდარა დასცდებოდა.

ESTÁS LEYENDO
ვარდისფერი და მძიმე
Fanfic🔞 დასრულებული მომბეზრდა.-„ფულის კეთება მობეზრდა?" გაიფიქრა თეჰიონმა, თავისთვის. როგორ შეიძლება ფულის კეთება მოგბეზრდეს და თან ასეთი ღატაკი იყო? თეჰიონს არ ესმოდა.