თეჰიონის ცხოვრებამ ნორმალური სახე მიიღო, კიმი აღარ იყო "პრინცესა" რომლის კოშკიდანაც მხოლოდ ლამაზი ხედი იშლება. ყოველ დილას გადიოდა იმ გზას, სადაც საცობებში ბავშვები დაკონკილი სამოსით ძალით უწმენდენ მინებს მანქანებს, იმ იმედით, რომ თანხას მისცემენ. თეჰიონი მუდამ გასცემდა თანხას, ცდილიბდა სხვების დახმარებას და გეგმავდა იურიდიული ფირმის დაარსებას, სადაც იმ ადამინებს დაეხმარებოდნენ, ვინც ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ და თავად ამის საშუალება არ ჰქონდათ, უნდოდა უფასო დახმარება გაეწიათ მის იურისტებს და თავშესაფარიც მიეცა ამ ადამიანებისათვის. ყველაფერი ეს ჯონგუკის გამო, რადგან ჯონგუკმა დაანახა როგორია ცხოვრება სინამდვილეში, ვარდისფერი და მძიმე.
____
-ზოგჯერ, როდესაც გაბრაზებული ვარ მგონია რომ მისი მოკვლაც შემიძლია. ვდგავარ, უაზროდ, რამეზე მიშტერებული და ვგრძნობ, როგორ შედის მის მუცელში დანის ცივი პირი, როგორ სერავს მის კანს და როგორ მესხმება თითებზე ცხელი სისხლი. ისეთ სიამოვნებას ვგრძნობ, რომ მინდა რეალობაშიც გამოვცადო. გამუდმებით მაწუხებს, ცოტას რომ დავმშვიდდები, მაშინებს. ფსიქიკურად ჯანმრთელი არ ვარ, ნუ.. ვერც ვიქნები, მაგრამ ეგ მაწუხებს. საკუთარი თავის კონტროლი კარგად ვისწავლე, მაგრამ ეს წარმოდგენები, ეს განცდები... არ ვიცი, არ ვიცი...-ჯონგუკი ბებიამისის სახლის ღობესთან იდგა, მუხლებზე და თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა, თეჰიონს იმას უზიარებდა რასაც დიდი ხანია საკუთარ თავსაც არ უმხელს.
-წამოდი,-კიმმა ხელი დაავლო მტირალს და სწრაფი ნაბიჯით წავიდა სახლისაკენ.
-არ გინდა, თე, არ მინდა მგრძნობიარე თინეიჯერივით ვიქცეოდე.
-ხო და მაცადე, მე მოვიქცე ეგრე.
სახლი ისევ ისეთი იყო, როგორც კიმს ახსოვდა, კარი რომ შეაღო, დივანზე დაგორებული მოხუცი დახვდა, მძინარე. ზოგჯერ ისიც ეგონა რომ ეს ქალი ძილში გაიჭედა, მუდამ ეძინა. დივნის გვერდით გამათბობელთან ახალგაზრდა ქალი იდგა, ალბათ, გუკის დედა და სარწეველა სკამში, ძველი ტელევიზორის წინ ლუდის ბოთლით მამაკაცი. ქალს ნამტირალევი სახე ჯერ კიდევ წითელი ჰქონდა. მისმა ქამარმა და შვილმა საშინლად იჩხუბა, ჯონგუკს ფიცით გამოართვა დანა ხელიდან. გუკმა თეჰიონს დაურეკა რათა აქედან წაეყვანა.

أنت تقرأ
ვარდისფერი და მძიმე
أدب الهواة🔞 დასრულებული მომბეზრდა.-„ფულის კეთება მობეზრდა?" გაიფიქრა თეჰიონმა, თავისთვის. როგორ შეიძლება ფულის კეთება მოგბეზრდეს და თან ასეთი ღატაკი იყო? თეჰიონს არ ესმოდა.