თეჰიონი მობუზული იწვა საწოლში და ძილი არაფრით ეკარებოდა. ხან საკუთარ თავს ეხუტებოდა, ხან ზურგზე გორავდა და ცდილობდა შესაბამისი პოზა შეერჩია, მაგრამ არაფრით გამოსდიოდა იწვა საკუთარ დიდ ოთახში და ადგილს ვერ პოულობდა. მუცელში ისეთი გრძნობები უვლიდა სადაც იყო გული აერეოდა, სიამოვნებდა ის ძლიერი დაჭიმულობა, რომელიც მის მუცელში იყო მაგრამ ამავდროულად აღიზიანებდა, შერეული გრძნობები ჰქონდა.
კიმი ბოლოს წამოხტა და ხალათი ჩაიცვა, საყვარელ ბამბის ქულას ჰგავდა მოვარდისფრო-მოკრემისფრო, გრძელ ხალათში რომელიც კოჭებამდე დასთრევდა და გულზე ოქროსფერი ძაფით ამოექარგათ K.T.H თეჰიონს უყვარდა ღამის ცა, ამიტომ აივანზე გავიდა და ხალათი მეტად შემოიჭირა კოჭებში დაუარა ღამის სიცივემ და თავზე კაპიუშონი წამოიფხატა, მუქი თმა სახიდან გადაიწია და საკუთარ დიდ ეზოს დააკვირდა. ხეები სულ მთლად გაეშიშვლებინა შემოდგომის ქარებს და ახლა წვიმასაც აპირებდა, ცაზე გველივით იკლაკნებოდა ელვა და კიმში გაორებულ ემოციას იწვევდა, მოსწონდა, მისკენ მიილტვოდა და უნდოდა დაევიწყებინა რომ ეს მხოლოდ ჰიმიური რეაქცია იყო, უნდოდა სცოდნოდა რომ ეს ბუნების სასწაულია. მეორეს მხრივ, ეშინიდა. მისი დიდი სახლი თითქმის სრულად იყო ჩაბნელებული. კიმს პირველად არ ესმოდა რა საჭირო იყო ამდენი ფული თუ მათ სიახლოვე არ ჰქონდათ ერთმანეთთან. ყველაფერი იმ საძაგელი ჯონგუკის ბრალია, დიდი თვალებით, საყვარელი ღიმილითა და თევზის გამოხედვით. მისი ბრალია თეჰიონი რომ ვერ იძინებს, მისი ბრალი ახლა რომ სცივა და ამ სიცივისგან ბედნიერია.
____
კოლეჯის პირველი დღე ძალიან სასიამოვნოდ დაიწყო, თეჰიონმა საათი შვიდის ნახევარზე დააყენა რომ ცხრამდე ყველაფერი მოესწრო და როგორც კი თვალები გაახილა კალენდარზე თარიღი წითლად გადახაზა. ღიღინით შეაღო აბაზანის კარი და სახის პროცედურები ჩაიტარა, სანამ იბანავებდა კანი კარგად გაიწმინდა, შემდეგ დამატენიანებლები წაისვა სახეზე და ჰიგიენური ტუჩსაცხიც არ დავიწყებია. თმა სწრაფად გაიშრო და პატარა წელის ჩანთაში ბლოკნოტი და რამდენიმე კალამი ჩადო შიგ.

YOU ARE READING
ვარდისფერი და მძიმე
Fanfiction🔞 დასრულებული მომბეზრდა.-„ფულის კეთება მობეზრდა?" გაიფიქრა თეჰიონმა, თავისთვის. როგორ შეიძლება ფულის კეთება მოგბეზრდეს და თან ასეთი ღატაკი იყო? თეჰიონს არ ესმოდა.