14

2.4K 181 80
                                    

თეჰიონს ტკბილად ეძინა, მთელი ტანით ჯონის მკერსზე იყო აწებებული, ცხვირით ყელში. ჯონგუკს ძილი არ ეკარებოდა, ნაზად ეფერებოდა კიმის მოშიშვლებულ ზურგს საბნის ქვეშ და ხშირად კოცნიდა გამობუშტულ ლოყაზე.

  სახლში ისევ პრობლემები იყო, მამამისი არაფრით მიდიოდა ბუსანში, ყველდღე ჩხუბსა და დავიდარებაში ვეღარც სწავლას ახერხებსა და მოწევითაც მეტს ეწეოდა არა, თეჰიონს კი დაჰპირდა მოწევას შევეშვებიო...

   ბოლო ხანებში სახლში მარტო გამოსაცვლელად მიდიოდა, ნებისმიერ მეგობართან რჩებოდა ღამით, უცხოსთანაც დარჩებოდა ოღონდ იმ სახლში არ წასულიყო.  ახლა რომ მამამისს დაერტყა, იცოდა ხელს შეუბრუნებდა და შეიძლებოდა შემოკვდომოდა კიდევაც, იმდენი ტკივილი ახსოვს მისგან გამწარებული ვეღარც გაჩერდებოდა.

-გუ, რატომ არ გძინავს?-თეჰიონი ტუჩების წკლაპუნით წამოდგა.

-ვერ ვიძინებ, შენ რატომ გაგეღვიძა?

-ყელი გამიშრა, წყალი არის?-ჯონგუკმა ბოთლით მიაწოდა წყალი. მოუთმენლად ელოდებოდა როდის დაიბრუნებდა მკლავებში უფროსს.

-მომიყევი, რა გჭირს, პატარავ.-თეჰიონი ისევ გულზე მიაწვა და ტუჩებზე დაიწყო თამაში.

-მამაჩემი აქ ჩასახლდა.-ამოიოხრა ჯონგუკმა.

-თუ კიდევ შეგეხება, გეფიცები ვუჩივლებ.-თეჰიონის მუქარაზე ჯონგუკს გაეღიმა.

-ჩემი მამაცი, პრინცესა.

-ნუ დამცინი.

-სამსახურში რა ხდებოდა?-საუბარი შეცვალა ჯონგუკმა.

-თემას ნუ ცვლი.-თვალები აატრიალა კიმმა და მკერდზე უკნინა.

-არ მინდა მაგაზე საუბარი, გთხოვ.

-მოგეფერები და ტკბილად დაგეძინება.-ჯონგუკს გაეღიმა.-მოდი ჩემთან, პატარავ.-შუბლზე აკოცა თეჰიონმა და მკერდში ჩაიკრა.

 
___

ჯონი: სამსახურში ხარ? 🙄🙄

პრინცესა: ჰო, რამე მოხდა? ხომ კარგად ხარ?

ვარდისფერი და მძიმეWhere stories live. Discover now