თეჰიონი საკმაოდ კარგ ხასიათზე იყო. პირველად დაიწყო ახალგაზრდასავით ცხოვრება, მანამდე, როგორც შუახნის კაცი ისე ცხოვრობდა. ახლა წესებს არღვევდა, ჯონგუკს საშუალებას აძლევდა შეხებოდა და თვითონაც ეხებოდა მას. მოსწონდა ეს "ცუდი ბიჭის" საქციელები და მალვა. მოსწონდა ბიჭებთან ერთად ბურგერების და ათასი არაჯანსაღი პროდუქტის ჭამა. ისიც კი შეამჩნია, როგორ აირიდა ჯონგუკმა რამდენჯერმე ჰოსოკის კოცნა.
დეკემბრის შუა რიცხვებში ჯონი სამეცადინოდ ისევ თეჰიონს მიაბარეს. ჰოსოკის ფაკულტეტს ტესტებით უტევდნენ ლექტორები ჯიმინი კი არ იყო ქალაქში. კიმი საერთოდ არ იყო წინააღმდეგი. ჯონგუკს სკოლაში გაუარა. მისი მშობლები გვიან უნდა დაბრუნებულიყვნენ სახლში და კიმს საშუალება ჰქონდა ბიჭი ადამიანურად შეეყვანა სახლში.
ჯონგუკის სკოლა ძალიან დიდი იყო. საჯარო სკოლის კვალობაზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა გარიდან, საჯარო სკოლებს, ჩვეულებრივ, ნაკლებად აქვს სახსრები გარეთ ასე შეალამაზონ შენიბა. თეჰიონი რომ მივიდა ჯერ კიდევ არ იყო გაკვეთილები დასრულებული, კიმმაც დრო იხელთა და შიგნითაც დაათვალიერა შენობა. ნორმალური იყო, თავში არაფერი დაგეცემოდა, რაც მთავარია. თეჰიონმა შესასვლელში დაცვას უთხრა უმცროს ძმას მოვაკითხეო შენობაში კი არავინ შეხვედრია. რადგან ბოლო გაკვეთილი იყო, ალბათ, მანდატურები ისვენებდნენ.
პრინცესა: რომელი სართულზე ხარ?
ჯონი: მეორეზე.
უკვე მოხვედი?
პრინცესა: ჰო, ადრე გამოგვიშვეს.
მშია, მალე გამოხვალ?ჯონი: თუ გინდა ჭამე და მერე მომაკითხე, მე დაგპატიჟებდი მაგრამ შენს კუჭს ვერ გავწვდები 😌.
პრინცესა: ნაბიჭვარი პედერასტი ხარ!
თეჰიონი ცოტახანი ორჭოფობდა ხომ არ დაეტოვებინა ის ტუტუცი ღლაპი და ხომ არ წასულიყო, მაგრამ მერე ფანჯარასთან დადგა და გარეთ გაიხედა. ქარიანი ამინდი იყო და ხეები ძალიან ძლიერები და ლამაზები ჩანდნენ. კიმმა წელზე მოჭერა იგრძნო და შეშინებული შებრუნდა.
![](https://img.wattpad.com/cover/250227151-288-k151812.jpg)
YOU ARE READING
ვარდისფერი და მძიმე
Fanfiction🔞 დასრულებული მომბეზრდა.-„ფულის კეთება მობეზრდა?" გაიფიქრა თეჰიონმა, თავისთვის. როგორ შეიძლება ფულის კეთება მოგბეზრდეს და თან ასეთი ღატაკი იყო? თეჰიონს არ ესმოდა.