7

2.6K 194 38
                                    

თეჰიონი ცდილობდა სახლში ისე შესულიყვნენ ვერავის დაენახა. ჯონგუკი შესვლისთანავე დაჯდა იატაკზე.

-გინდა იბანავო, სუფთა პირსახოცს მოგცემ, იქ ჩემი ხალათია.-ბიჭმა უბრალოდ თავი დაუქნია და აბაზანაში გაუჩინარდა. თეჰიონმა სტუმრების სააბაზანოთი ისარგებლა და შემდეგ დედამისს დაურეკა.
შეატყობინა, რომ მის გარეშე დაეწყოთ საუბარი და ერთი საათის დაგვიანებით მივიდოდა თვითონაც.  ოთახში რომ დაბრუნდა თმა ჩამოშლილი ჯონგუკი დახვდა. ზურგით იჯდა კარისკენ და თავის გაფუჭებულ ტანსაცმელს უყურებდა.

-ტანსაცმელს მოგცემ.-კიმი გარდერობში შევიდა და ახალ ტრუსებთან ერთად დიდი ზომის სპორტულები და ჯინსის ქურთუკი გამოუტანა.-შენები გაფუჭდა, გამიხარდება ამას თუ დაიტოვებს, იმედია მოგერგერბა.

   თეჰიონმა ზუსტად არ იცოდა რას აკეთებდა მაგრამ ჯონგუკს სველ თმაში რომ შეაცურა ხელი მიზიდულობა ზედმეტად გაიზარდა და ვნებიანად აკოცა. ჯონს წამითაც არ უყოყმანია თავადაც შემოხვია ხელები ლოყებზე მოუჭირა. კიმმა ამოიკვნესა. მუხლებით დაეშვა საწოლზე და ხელები მოხვია ბიჭს.

-დღეს ვერ ვიმეცადინებ.-ჯონი შუბლით მიეკრა შუბლზე უფროსს და ღრმად ამოისუნთქა.

-გაგიჟდი? ხვალ ტესტი გაქვს.

-ჯიმინმა და ჰოსოკმა სკმარისად მამეცადინეს. ცოტახანს შენს საწოლში რომ დავიძინო?

-კარგი, მაშინ მე მოვემზადები და წვალ, მელოდებიან.

-აქ მტოვებ?-ჯონგუკი მოხრილი იწვა, გვერდულად და თეჰიონის მოშიშვლებული მკერდს უყურებდა ხალათის შიგნიდან.

-როცა გაიღვიძებ წადი. ემოციები აღარ მაქვს, ნუ მიშლი ნერვებს.

-კარგი, პრინცესავ.

____

  თეჰიონი მთელი გზა იმ კოცნაზე ფიქრობდა. თავიდან ვერ იგდებდა საკუთარ ხელებს, ჯონგუკს როგორ ეხვევა და როგორ კოცნის, თითქოს ხილვა იყო და არა მოგონება.

ვარდისფერი და მძიმეحيث تعيش القصص. اكتشف الآن