-მჭირდები, ჯონ.-თეჰიონი მტკივნეული სიზმრისგან კვნესის, ცრემლები ჩამოსდის და დაეფიცებია მთელი სხეულით გრძნობს რომ ეხებიან, ცხელი ხელებით ეხვევა და ეფერება, მთელს სხეულს უწვავს.
გრძნობს ტუჩებით შეხებას ყველგან, ტუჩებზე, მხრებზე, სუნთქვას გრძნობს კისერში, თითქოს მისი ყელიდან მთლიანად იყნოსავენ მის სუნამოსა და ბუნებრივ სურნელს, როგორც ჯონგუკს უყვარს. ლავიწებზე სისველესაც გრძნობს და კბენას. კოცნები მკერდზე, ყვრიმალებზე, ლოყებზე, ლავიწებზე, ჭიპთან, ბარძაყებზე. თეჰიონი ჯერ კიდევ ხედავს როგორ გადის ჯონგუკი კარიდან, შიშველი ფეხებით გარბის, თეთრ, გაუმჭვირვალ ფარდას სამაგრებიანად გლეჯს და არც ისე მძიმე ნაჭერიც ლამინატის იატაკს ეხეთქება, ჯონგუკი არ უყურებს, თეჰიონი აგონიურად ემუდარება უკან მოხედვას, თავის გაგლეჯამდე ტკივილს აიგნორებს და დაიფიცებს, ოღონდ ერთხელ მაინც მოიხედოს ჯონმა, ერთი წამით მაინც დაინახოს ატოკებული მხრები ტირილისაგან და ის ასე გაედევნება, შიშველი ფეხებით, გაგლეჯილი თავით და დამსკდარი ტუჩებით. კოცნებით, ჯონგუკის ზურგი, მუდარით დაბრუნდეს! და ისევ დაუღალავად კოცნა, მოფერება და იმდენად ინტიმური შეხება, რომელიც შეიძლება ადამიანს მხოლოდ საყვარელ ადამიანთან ჰქონდეს, თეჰიონი აღზნევულია, ტირილისაგან იხრჩობა მაგრამ ვერ იღვიძებს, თვალებს ვერ ახელს, ჯონგუკი მიდის! მისი გუ მიდის! მისი ვარდისფერი სამყარო ბურუსში იკარგება და ერთი "ბრახ"-ით ფეთქდება, ახლა სამყარო თეჰიონისთვისაც ისეთი ფერადი, მაგრამ შავ-თეთრია, როგორიც ყველასათვის. ჯონგუკი მიდის, სხეულზე კოცნასა და ხელების დაუოკებელ ფათურს გრძნობს, პირი გახსნილი აქვს, პირშიც კი გრძნობს ენის სიმაგრესა და მოქნილობას, ტირის.
-გამაღვიძე, გუ, გემუდარები გამაღვიძე მე დავიხრჩობი!-უნდა იყვიროს, უნდა იკივლოს ოღონდ თქვას, ოღონდ ხმა ამოიღოს, თუნდაც ჩურჩულით, იხრჩობა. კოცნა გრძელდება, ეს აღარაა სასიამოვნო, ცრემელები გუდავენ, ეს კოცნაც გუდავს, თითქოს აღარასოდეს გაიღვიძებს, თითქოს აი ახლა, არა აი ახლა ან ახლა მოკვდება!

ВЫ ЧИТАЕТЕ
ვარდისფერი და მძიმე
Фанфик🔞 დასრულებული მომბეზრდა.-„ფულის კეთება მობეზრდა?" გაიფიქრა თეჰიონმა, თავისთვის. როგორ შეიძლება ფულის კეთება მოგბეზრდეს და თან ასეთი ღატაკი იყო? თეჰიონს არ ესმოდა.