33

2.8K 185 254
                                    


     განერვიულებულ თეჰიონს ზარიდან ორი საათის შემდეგ დაურეკეს.

-სად იყავი? გული გამისკდა, რა აღარ ვიფიქრე.-ხმის ამოღება არ დააცადა ბიჭს.

-ჰეი, მშვიდად, შესვენებაზე გავედი და ტელეფონი მანქანაში დავტოვე.

-სად გახვედი?-თეჰიონს თავისი შესვენება გაახსენდა და ბედნიერი ისევ ჰაერში აიჭრა.

-ქუჩაში ვსერნობდი ცოტახანს, მერე ვჭამე, სხვათაშორის კარგი კაფე იყო, ერთადაც უნდა წავიდეთ.

-კარგი, ახლა მათქმევინე და მეორედ ტელეფონს ამდენიხანი არ მოშორდე, ვღელავდი.

-კარგი, მიდი, მითხარი, ტკბილო.

-მოკლედ, მშობლებს ვესაუბრე, უცნაური რეაქცია ჰქონდათ, მგონი იცოდნენ და შენი გაცნობა უნდათ.

-მართლა?-უცნაურად გაიკვირვა გუკმა.

-ჰო, წავედი ახლა სამუშაო თავზე მაყრია, მალე მოდი სახლში, მიყვარხარ

-მეც მიყვარხარ, თეჰი.

ჯონგუკმა მობილური გათიშა, კლიენტები არ ჰყავდა და ისევ მომხდარზე ფიქრობდა. გონებიდან არ ამოსდიოდა მომხდარი.

    ჯონი გადაღლილი დაბრუნდა შინ, თეჰიონი ჯერ კიდევ არ იყო მოსული. გუშინდელი არეულობა მიალაგა, ცოტა ჰქონდა დარჩენილი. საჭმლის გაკეთების თავი ნამდვილად არ ჰქონდა, ისიც იცოდა თეჰიონი გაბადრული დაბრუნდებოდა და მას არ უნდა შეემჩნია გუკის ხასიათი. სენდვიჩები გააკეთა და ჩაისთვის წყალი დაადგა. კიმიც მალე შეიჭრა სახლში შტურმით.

-მოვედი, გუ.-სულელივით იდგა შუა ოთახში და იღიმოდა. ჯონგუკსაც გაეღიმა.

-რა ლამაზი ხარ, ჩემო სიცოცხლევ?-კითხვასავით ჟღერდა ჯონგუკის სიტყვები.

-შენც ძალიან ლამაზი ხარ, მამიკოო.-სიტყვა გაწელა თეჰიონმა.

-მოდი ჩემთან,-გუკმა ხელები გაშალა და კიმიც უმალ შეძვრა მის მკერდთან.-ძალიან მიყვარხარ, გაიგეე?

ვარდისფერი და მძიმეحيث تعيش القصص. اكتشف الآن