ვერ გადმოვცემ რამდენად მაბედნიერებთ 🥺❤️.____
ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი გრძნობების კონტროლი.
არასოდეს უნდა შეგიყვარდეს ადამიანი იმაზე მეტად ვიდრე საჭიროა, მაგრამ რთულია ოქროს შუალედის დაცვა როდესაც საქმე გრძნობებს ეხება. თეჰიონი პირველ ხანებში შიშობდა რომ საერთოდ არ უყვარდა.კიმმა ბევრი იყოყმანა წასულიყო თუ არა დაკრძალვაზე, ბოლოს გონება გამორთო და ინსტინქტებს მიჰყვა. მაინც მივიდა, გულის სიღრმეში იცოდა რომ ეტკინებოდა მაგრამ მაინც წავიდა. ჯონგუკის დანახვამ სული აუწეწა, გული აუჩქარა და ცოტახანს გაითიშა.
რა თქმა უნდა, ერთმაენთს შეხვდნენ, სხვაგვარი მოლოდინი უბრალოდ არც არსებობდა. ერთმანეთის წინ იდგნენ, გაუსაძლის სევდასა და იმედებში ჩაკარგული, ჯონგუკი დაკარგულ ბავშვს ჰგავდა, რომელიც დედას ეძებს და ვერ ხედავს მის სილუეტს სხვა, ათას უცხო ქალს შორის. ტექნიკურად ართმევდა ხელს ადამიანებს და თვალებით მხოლოდ ერთს ხედავდა. ირგვლივ არსებული რამდენიმე ათეული ადამიანიდან აღარავინ დარჩა, ყოველი მათგანი გაუჩინარდა, ყოველი მათგქნი კიმ თეჰიონად იქცა. ყოველმა ფიქრმა, რომლებიც არ ასვენებდა არც ერთს ძილის წინ სახე ვერა მაგრამ ფორმა მიიღო. ორივე მათგანი ერთი შხამით იყო მოწამლული, უბრალოდ ერთისას ჯონ ჯონგუკი, ხოლო მეორეს კიმ თეჰიონი ერქვა.
ერთმანეთის შორი-ახლოს გაქვავებული ორი ახალგაზრდა ყველაზე სანუკვარ ფიქრს წარმოადგენდა ერთი მეორესათვის. სწორედ იმ ფიქრს ნეტარი საღამოს მერე რომ ჩამოგვიჯდება სასთუმალთან, ჩაძინებამდე წამებით ადრე და გონებას გიწამლავს, გახსენებს რომ გადახდილი მხიარულება მხოლოდ გარეგანია და თავად მას კი იმ ადამიანის სახელი ჰქივია, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდა ან გტკივა ცხოვრებაში. ამ დროს გინდა ძილის დამარღვეველს ნივთიერი სახე ჰქონდეს, გინდა შეგეძლოს მისი კბილები დათვალო, მისი სახე დაალურჯო და აიძულო ჩაკვდეს, აიძულო არსებობა შეწყვიტოს, მაგრამ რადგან ამ საშინელ ქმნილებას ხორციელი სახე არ გააჩნია და შენი ქვეცნობიერი ჰქვია არ შეგიძლია. კიმს არასოდეს უნახავს ასეთი გატეხილი და დაცემული ჯონგუკი, განა იცოდა თეჰიონმა რომ ჯონგუკს რამდენიმე სისუსტე ჰქონდა და ერთ-ერთ მათგანს მისი სახელი ერქვა. ბებია, დედა, იუნგი ჰიონი და თეჰიონი. ორი მათგანი უკვე დაკარგა, ერთი სამუდამოდ, მეორე კი მის წინ იდგა და შეუხებლად წურავდა სისხლის უკანასკნელ წვეთებს მისი გულიდან. ბრაზი და სევდა აწყდებოდა ბიჭის არსებას და არ იცოდა რომელს უნდა მინებებოდა, ერთი მათგანი ეუბნებოდა გაეგდო დაუპატიჟებელი სტუმარი, ხოლო მეორე ემუდარებოდა ფეხებისთვის დაეძალებიან და ახლოს მისულიყო. მასში ჯონგუკის პაწია ნაწილი ხელებს იშვერდა ჩასახუტებლად, მერედა როგორი თბილი იყო თეჰიონის მკერდი, როგორი შინაური და ამ დაუცველობის დროს როგორ დაიცავდა ჯონგუკს საავდრო ქარისაგან. ჯონი დაპატარავადა და თითქმის გაილია თეჰიონის თვალებში, გრძნობები კიმსაც არეული ჰქონდა მის მუცელში დომხალი იყო და მალე თუ არ გაიყვანდნენ ან გაეცლებოდა იმ ადგილს იქვე აღებინებდა. უკანასკნელი ძალები მიმართა ქვედა კიდურებისკენ და ისე დატოვა ტერიტორია სამძიმრის ერთი სიტყვაც არ დასცდენია. მანქანაში ჩაჯდა და თავი დაარტყა საჭეს რამდენჯერმე, მანაქანამ სიგნალი გამოსცა.
YOU ARE READING
ვარდისფერი და მძიმე
Fanfiction🔞 დასრულებული მომბეზრდა.-„ფულის კეთება მობეზრდა?" გაიფიქრა თეჰიონმა, თავისთვის. როგორ შეიძლება ფულის კეთება მოგბეზრდეს და თან ასეთი ღატაკი იყო? თეჰიონს არ ესმოდა.