19

1.9K 164 82
                                    

   ერთი კვირის მერე თეჰიონი და საბინა ექიმთან წავიდნენ, გოგონას ეშინოდა ტესტის გაკეთების, თუ ტესტი მაშინვე ორ ხაზს აჩვენებდა შეიძლება გული გახეთქვოდა. ანალიზებს უფრო ენდობოდა, ვიდრე ამ საშინელ ტესტებს. თეჰიონი ხელზე უჭერდა გოგონას დამამშვიდებლად მაჯები სულ დაკაწრული ჰქონდა თეს, მისი ფრჩხილებისგან.

  ანალიზის პასუხი ორ დღეში იქნებოდა. საბიას დაჟინებული მუდარით თეჰიონი მამების ბიზნეს წვეულებაზე წავიდა. ჯიმინიც იქ ტრიალებდა, შავი შარვალი და გრძელი პერანგი ეცვა წელში ქამრით, ისეთი ლამაზი იყო მიმტანად მომუშავე იუნგი ძლივსღა კავებდა თავს, სახეზე ეწერა მოუთმენლობა რაზეც თეჰიონი დასცინოდა. ყველას გასაკვირად იშინი ჩამოვიდა იაპონიიდან, თეჰიონს სხეული დაეძაბა, ბიჭი ვიზიტს არ გეგმავდა და არც გაფრთხილებულები იყვნენ რომ ბრუნდებოდა და განსაკუთრებით იმაზე, რომ წვეულებაზე იქნებოდა. კიმს უნდოდა ეცემა, ეჭვიანობდა და თანაც როგორც საბინას მეგობარი ბრაზობდა მასზე, როგორ გაბედა იდიოტმა იშინმა საბინას შეხება. კაცს გვერდს მწვანეკაბიანი გოგონა უმშვენებდა, ეტყობოდა იაპონელი იყო, წყვილის უსახელო თითზე ოქროს ბეჭდები ბრწყინავდა.

  საბინას არასოდეს უგრძვნია თავი ასე გამოყენებულად, მაშინაც კი, როდესაც თეჰიონს ღალატს მიუხვდა, უყურებდა მათ ჩაკიდებულ ხელებს, მომღიმარ იაპონელ გოგონას. გული უსკდებოდა, ბრაზისაგან აკანკალებდა, ერთი წამითაც არ გრძნობდა სევდას ან ტკივილს, მხოლოდ ბრაზს. იშინს კუდში ვიღაც კორეელი ბიჭი დასდევდა წამით არ ტოვებდა.

-საღამო მშვიდობისა,-საბინამ თეჰიონს მკლავზე მოუჭირა.

-საღამო მშვიდობის,-გაიღიმა საბინამ და თვალი მოარიდა იშინს.

-საყვარელო, ეს კიმ თეჰიონი და მისი საცოლე საბინა, მისტერ კიმის ვაჟია. ეს ჩემი მეუღლეა ინოუ.

-იმდენი მსმენია თქვენზე.-გაიღიმა ინუომ და ხელი გაუწოდა თეჰიონს.

ვარდისფერი და მძიმეTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang