___
თეჰიონი საერთოდ არ იყო მოხარული ჯიმინი რომ თვალებს უელვებდა და დუმდა, კიმი თვლიდა, რომ სწორად მოიქცა. მშობლებმა ასწავლეს რომ ქუდობა ცოდვაა და ამას მხოლოდ ღატაკები აკეთებენ და აჰა! რატომ ვერ ხედავდა ამას ჯიმინი, რატომ ვერ ხედევად ჰოსოკი როგორ ადამიანებთან ატარებდნენ დროს.კიმმა სამშაბათს დაინახა, როგორ ისხდნენ ჰოსოკი და ჯიმინი და მათი უნივერსიტეტის კაფეტერიაში ამეცადინებდნენ ჯონგუკს. ბიჭს სახე გამკაცრებოდა და ეტყობოდა მეცადინეობა კარგად სულაც არ მიდიოდა, რადგან ხელი შეჭმუხნილ წარბებზე ედო და ისრესდა. თეჰიონს ადრე არ შეუმჩნევია ჯონს რომ გრძელი თმა ჰქონდა, არადა ახლა აშკარად ხედავდა კეფაზე შეკრულ შავ თმას. საბინა მხიარულად დაეშვა თეჰიონის წინ და მის გამოწეულ ხელზე თავისი დადო. კიმი შეხტა მოულოდნელობისგან.
-რას შვები, თეჰი?-საბინას უნდა შეემჩნია არა? თეჰიონს თეფშზე ხილი და საჭმელი ედო ანუ ლანჩს ჭამდა სხვა რა უნდა ექნა?-თეჰიონმა პირველად სამწლიანი ურთიერთობის მერე საბინასადმი გაღიზიანება იგრძნო.
საბინა დამამთავრებელი კლასის მოსწავლე იყო. სეულის პრესტიჟულ სკოლაში, რაც დაინიშნნენ გამუდმებით მოდიოდა კიმთან და მის გვერდით ჰქონდა ლანჩი, ერთ საათიანი შესვენების მერე სკოლაში ბრუნდებოდა. თეჰიონი ამას სისულელედ თვლიდა.
-ვჭამ.-ოდნავ უხეშად გამოუვიდა პასუხის გაცემა და ტონი შეარბინა.-შენ როგორ ხარ, საყვარელო?
-აუ, თე, ამ საღამოს ხომ მოხვალ, რომ ქორწილის დეტალებზე დავილაპარაკოთ?
-რა საჩქაროა, საბინა?
-მალე იქნება.-დაბალ ხმაზე შეიცხადა გოგონამ და წვენი მოწრუპა.
-აგვისტოში, ახლა კი სექტემბრის შუა რიცხვებია, ერთი წელია იქამდე, საბინა.
-რატომ მეჩხუბები?
-არ გეჩხუბები, ჯიმინთან ვიკამათე და გაღიზიანებული ვარ.

ВЫ ЧИТАЕТЕ
ვარდისფერი და მძიმე
Фанфик🔞 დასრულებული მომბეზრდა.-„ფულის კეთება მობეზრდა?" გაიფიქრა თეჰიონმა, თავისთვის. როგორ შეიძლება ფულის კეთება მოგბეზრდეს და თან ასეთი ღატაკი იყო? თეჰიონს არ ესმოდა.