1 - დასაწყისი

1.1K 95 64
                                    

კარი ნელა იღება და საშუალო სიმაღლის ომეგა ჩნდება. ბიჭი დერეფანს ათვალიერებს და როდესაც ხვდება რომ არავინაა,ჩუმად შემოდის სახლში,რათა ხმაური არ გამოიწვიოს და კარს კეტავს. გუშინ ძალიან ბევრი დალია და ეხლა თავი სტკივა,ამიტომ ნელი ნაბიჯებით მიდის სამზარეულოსკენ,თუმცა როგორც კი რამდენიმე ნაბიჯს დგავს,ეგრევე მამა ალფის ხმა ესმის.

-სად იყავი?-გაბრაზებული კითხულობს ნამჯუნი და ელოდება შვილის ახსნა-განმარტებას. მართალია მან იცოდა სად იყო მისი შვილი,მაგრამ უნდოდა მისგან მოესმინა-გისმენ!

-კარგი მამა,მოტყუებას არ ვაპირებ. ჩემი მეგობრის სახლში ვიყავი,მას დაბადების დღე ჰქონდა და ბევრი დავლიე,შემდეგ კი ჩამეძინა. 1 საათის წინ გამეღვიძა და მივხვდი რომ არ უნდა ვყოფილიყავი იქ და...-ომეგამ ვერ მოასწრო დასრულება,როდესაც გრძნობს როგორ ეხუტება ალფა.

-საყვარელო,რა თქმა უნდა ვიცი,რომ უკვე დიდი ხარ,მაგრამ გაიგე,რომ შესაძლებელია რაიმე დაგემართოს და როდესაც გირეკავ,მეოთხე ჯერზე მაინც მიპასუხე. მითუმეტეს დაცვის გარეშე დადიხარ!ვიცი რომ არ გიყვარს,მაგრამ გაიგე,ძალიან ბევრი მტერი მყავს და არ მინდა გიპოვონ და გაგიტაცონ

-მაპატიე,მაგრამ დამიჯერე მე ყველაფერი კარგად მაქვს. და მართალი ხარ,ვერ ვიტან დაცვას!ისინი მაგიჟებენ!მთელი დრო უკან დამყვებიან!ნორმალურად ვერ დავდივარ და ვერ ვსუნთქავ!

-აჰჰ...მაგრამ მე ხომ გითხარი...

-დამშვიდდი,გავიგე. უკეთესი იქნება თუ მესიჯს გამოგიგზავნი ხოლმე

-კარგი,მაგრამ ყოველ 15 წუთში ერთხელ მომწერ სადაც იქნები

-კარგი

-ეხლა კი დროზე სააბაზანოში!შენი მამიკო თუ იგრძნობს ალკოჰოლის სუნს,შენც მოგკლავს და მეც!წადი დროზე,ეხლა სძინავს. ეტყვი რომ 11ზე მოხვედი,თუ რამე მე დავადასტურებ

-მადლობა და მიყვარხარ-ამბობს ომეგა,მამას ლოყაზე კოცნის და ოთახს ტოვებს

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now