21 - ცუდად

445 71 36
                                    

მათ დაიძინეს,დაიძინეს ერთად. უბრალოდ გადაწყვიტეს სიჩუმეში ყოფილიყვნენ,თვალები დაეხუჭათ და ერთად დაეძინათ. პირველი იუნგი იღვიძებს ტელეფონის ხმაზე,ბიჭი იღებს და ხედავს,რომ ნამჯუნია

-გისმენ

-ყველაფერი გავაკეთე,ხვალ გამოუშვებენ. არ გინდა პირადად დახვდე?

-რატომაც არა. მოხარული ვარ რომ შეძელი. მალე საქონელიც ჩამოვა. იმედი მაქვს,რომ კარგი მიზნით მაჩუქე-იღიმის მინი და უყურებს მასზე მწოლიარე ომეგას

-ნაბიჭვარო. იცოდე ეს საბოლოოა!იცი მაინც რა რთული იყო ამ იარაღის შოვნა?თანაც ძალიან ძვირია!

-მაგრამ შენ ხომ ყიდულობ და მკვლელებს ყიდი. ხოდა მეც მომეცი. ფულს გადაგიხდი

-მე ეგ არ მადარდებს!-ნამჯუნი ცოტა ხნით ჩუმდება,შემდეგ კი წყნარად იწყებს საუბარს-როგორ არის ის?

-კარგადაა,როგორც ბავშვს,ისე სძინავს ჩემს საწოლზე

-რ...რა?ნაძირალა!რა გაუკეთე მას?ნუთუ...

-დაწყნარდი მამიკო,მას ყველაფერი კარგად აქვს,"თითქმის" არ შევხებივარ მას,თუმცა ის ისეთი საყვარელი და ლამაზია,არა ისეთი როგორც სხვა ბოზები

-არც კი გაბედო მასზე ასე საუბარი!ის შენი ბოზებიდან ერთ-ერთი არაა!

იუნგი იცინის. ნამჯუნს რომ სცოდნოდა რაც მის შვილს შეემთხვა,ასე აღარ ილაპარალებდა. როგორც იუნგი ფიქრობს,ხალხი სუსტია,ერთი მიწოლაა საჭირო და ისეთი დამჯერები გახდებიან,როგორც თოჯინები. იუნგი ტელეფონს თიშავს და იქვე მაგიდაზე დებს. ალფა თავს ნელა ატრიალებს ომეგისკენ და ფრთხილად იშორებს მის ხელ-ფეხს

იუნგი ჩუმად უყურებს ომეგას. როგორც ჩანს უკვე ჩვევად ექცა მისი თვალიერება. ბიჭი ნელა უახლოვებს ხელს მის თმებს და ნაზად ეფერება

-მე მართლაც რომ ყველაზე ლამაზი თოჯინა მყავს

ომეგამ ნელა გაახილა თვალები და პირდაპირ იუნგის შეხედა

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now