24 - მომწონხარ,ატამო

466 68 32
                                    

-ასე აღარ შემიძლია!-ჯინი ფეხზე დგება და ალფას უახლოვდება-ნამჯუნ!რატომ არაფერს აკეთებ?რატომ არ მიბრუნებ ჩემს ბავშვს?

-ჯინ,დაწყნარდი

-არ შემიძლია!რამდენი დღე გავიდა?უკვე ადგილს ვეღარ ვპოულობ,თეჰიონმა კი საერთოდ შეწყვიტა ჩვენთან ლაპარაკი!ის ქრება!

-უკვე აღარ შემიძლია,დამიბრუნე ის!დამიბრუნე შვილი...

-დამშვიდდით ბატონო კიმ-ოთახში საშუალო სიმაღლის ალფა შემოდის ორ დაცვასთან ერთად-მოხარული ვარ თქვენი გაცნობით. ნამჯუნ,შენ მართლაც რომ შესანიშნავი ქმარი გყავს

ნამჯუნი სტუმარს უახლოვდება და ხელს ართმევს

-ნამჯუნ,ეს კაცი ვინ არის?

-ჩემი სახელია ჩეჰვე-იღიმის ალფა

-კიმ სოკ ჯინი

-არ ვიცოდი თუ ჩამოხვედი,რატომ არ მითხარი?

-საქმეები მქონდა,აბა,ჭიქა ყავაზე დამპატიჟებთ?

-დიახ რათქმაუნდა,დაბრძანდით-ჯინი ოთახიდან გადის,ალფა კი მაგიდასთან ჯდება

-მამა,სახლში ვარ-სამზარეულოში თე შემოდის და იქვე ჩერდება-გამარჯობა

-გაგიმარჯოს-პასუხობს ჩეჰვე-როგორც მივხვდი ეს შენი შვილია

-დიახ,ეს თეჰიონია

თე უცნაურად უყურებს ალფას,შემდეგ კი იქაურობას ტოვებს და ოთახში მიდის. ჩეჰვე მზერით აცილებს ომეგას,შემდგომ კი კვლავ მათ უბრუნდება

-ლამაზი შვილი გყავს,მაგრამ როგორც ვხვდები საქმე მეორეს ეხება,რომელიც იმ ურჩხულის ტყვეობაშია

-დაგვეხმარები?

-რათქმაუნდა!ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. თან დიდი სიამოვნებით ვესტუმრებოდი ჩემს ძველ მეგობარ მინ იუნგის

-გასაგებია,მაგრამ მეეგ არ მადარდებს,მთავარია ჩემს შვილს ყველაფერი კარგად ჰქონდეს

-დაწყნარდი,ჩვენ მას დავაბრუნებთ. მითუმეტეს ჩემი ხალხი ნამყოფია მის სახლში,იქ ადრე ომეგებს აჩერებდნენ,თუმცა მან გაიგო საიდანღაც ამის შესახებ და იქიდან წავიდა. ჩემი ხალხი კვლავ ეძებს მას

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now