47 - პირობები და უიმედობა

363 54 26
                                    

-იპოვე?-თე უკვე გამშრალ ცრემლებს იწმენდს და ჯიმინს უყურებს,რომელმაც ნამჯუნის მთელი კაბინეტი გადაატრიალა

-კი მაგრამ სად არის?!-ჯიმინი უკვე 15 წუთია რაც კაბინეტში ყვირის-სად არის ამ ნაბიჭვარის ნომერი!ის...სადღაც აქ უნდა იყოს

-მე ასე არ ვფიქრობ...დაწყნარდი...-თე ძმას უახლოვდება და მის დამშვიდებას ცდილობს

-არ არის საჭირო!ეს ყველაფერი მისი ბრალია!შურისძიება უნდა!მაგრამ ეს სწორი არაა!არც კი გამიკვირდება თუ გავიგებ,რომ იცოდა იუნგის ქალაქიდან წასვლის ამბავი!ეს ყველაფერი მან მოიფიქრა!მან დააჭერინა მამა!აი ისიც-ჯიმინი ხელში ფურცელს იღებს და ნომერს კრეფს

ზარი გადის,მალევე კი მისი ხმაც ისმის

-გისმენ?

-მომისმინე!-ყვირის ჯიმინი-მე შენ მოგკლავ!

-ჯიმინ~ი-იცინის ის-დიდი ხანია შენზე სიახლეები არ მსმენია,რა იყო მოგენატრე?

-როგორ ბედავ?ვიცი,რომ ეს შენს გამო დაიჭირეს მამა!პირდაპირ ვერ იმოქმედე და ტყუილებზე გადახვედი?

-წყნარად პატარავ...

-მე შენთვის პატარა არ ვარ!რა გინდა ჩვენგან!ყოველთვის რატომ გვიშლი ხელს წყნარად ცხოვრებაში!დაგვანებე თავი!

-არა,ნამჯუნი ამაში თვითონაა დამნაშავე. მან მე დამიძახა,მენდო,შემდეგ კი ნაგავივით მომისროლა,ახლა კი გაიგებს თუ რას ნიშნავს ეს

-ის...დამნაშავე არაა-ომეგას ხმა უსუსტდება-მას...ჩემი გადარჩენა უნდოდა...ეს...მისი ბრალი არაა

-მართალია,ამიტომაც...კარგად მომისმინე....

-რა??

***

-მამიკო-თეჰიონი ჯინისკენ გარბის და ეხუტება

-შვილო...-ჯინიც მჭიდროდ ხვევს ხელებს თეს. როგორც კი ნამჯუნის ამბავი გაიგო,მაშინვე სახლში წამოვიდა

ომეგები ერთმანეთს ეხუტებიან,ამ დროს ჯინი ჯიმინს ხედავს,რომელიც კიბეებზე ეშვება. ომეგა არც კი უყურებს ისე უახლოვდება მათ,ჯინთან დგება მაგრამ ხმას არ იღებს,თითქოს აღარასდროს უნდა პირი გახსნას და ილაპარაკოს

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now