32 - ოცნება ახდა,მაგრამ სხვა დასასრულით

439 65 42
                                    

ჯიმინი რამდენიმე წუთით კარს უყურებს,შემდგომ ნელა ფეხზე დგება და მასთან მიდის. რატომ?თვითონაც არ იცის. როგორც კი კარს აღებს,ეგრევე ადგილს სწყდება,გარბის,მხოლოდ არ იცის სად. ომეგა შემოსასვლელ კარს ხედავს და აღებს,გარეთ საშინელი ამინდია,ღამეა და საშინლად წვიმს,მაგრამ არ ადარდებს. ომეგა შენობას ტოვებს და ცდილობს ალფა იპოვოს. ის გრძნობს როგორ უბერავს ცივი ქარი. ჯიმინი საშინელ წვიმაში დადის და ეძებს ალფას,თუმცა მხოლოდ ეხლა ახსენდება,რომ ავტოსადგომზე მივიდეს და ნახოს. ჯიმინი ადგილს სწყდება და ავტოსადგომზე ჩადის,საბედნიეროდ მას ხედავს,თუმცა ალფა მანქანაში აპირებს ჩაჯდომას. ომეგა ცუდად ხდება,თავბრუ ეხვევა,მაგრამ ეხლა არ შეიძლება დავარდნა,ამიტომაც მთელი ძალით ყვირის

-იუნგი...ი უ ნ გ ი!!-ჯიმინი მუხლებზე ეცემა და ტირილს იწყებს,ხოლო ალფა,როგორც კი მას ხედავს,მისკენ გარბის

-ჯიმინ,სულ გაგიჟდი?-იუნგი ომეგას უახლოვდება და ეხუტება,თან დადგომაში ეხმარება-რას აკეთებ?რატომ წამოხვედი?

-მე...-ომეგა სრუტუნებს და მის მკლავებში ცახცახებს-არ ვიცი,მგონია რაღაც უნდა გითხრა,მაგრამ არ შემიძლია...

-შიგნით შევიდეთ,ცუდად გახდები!

-არა!ეგ არაა მნიშვნელივანი...რატომ მაკოცე?მე ხომ დაგივიწყე!რატომ?შენ ისევ ყველაფერი აურიე!-ომეგა მუშტებს ურტყავს ალფას მკერდზე და თან ყვირის-რატომ?რატომ არ მასვენებ?რატომ მაკოცე?!

-იმიტომ,რომ დავიწყება არ შემიძლია!!

ომეგა ეგრევე ჩუმდება და ალფას თვალებში შეჰყურებს. ორივენი სველები არიან,ორივეს სიცივისგან აკანკალებს,მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევენ. უბრალოდ დგანან და ერთმანეთის თვალებში იკარგებიან

-რა?

იუნგი ომეგას ნელა უახლოვდება და მის ტუჩებს თავისით ფარავს. ალფა ჯიმინს წელზე ხელს ხვევს და სხეულზე იკრავს,ცდილობს უფრო მიუახლოვდეს. შემდეგ ორივენი ამჩნევენ ტაოს,რომელიც მათ გვერდით დგას და ქოლგა უკავია,რომელიც წყვილს ფარავს

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now