31 - ცრემლები მაინც მოდის

411 67 37
                                    

-ყველაფერი კარგად იქნება!-ჯონგუკი იუნგის ხელს ჰკიდებს და ცდილობს მის დარბაზში გაყვანას-იუნგი გთხოვ,შენ ჩემი ერთადერთი ოჯახი ხარ,ჩემი მეგობარი,ჩემი ძმა და მინდა თეჰიონი გაგაცნო

-დარწმუნებული ხარ,რომ თვითონ მოუნდება?შენთვითონ დაფიქრდი...-იუნგის არანაირად არ უნდა იქ წასვა,ალბათ იმიტომ,რომ არ უნდა თეს დანახვისას ჯიმინის გახსენება...

-ის ჩემი ჭეშმარიტია და მე ის მიყვარს

-ანუ ასე?ნუ კარგი. იქნებ ვიპ ზონაში გავიდეთ?

-კარგი. აი ისიც-ჯონის ღიმილი მაშინვე ქრება,როცა თეჰიონის მოწყენილ და აცრემლიანებულ სახეს ხედავს. ალფა ეგრევე მისკენ გარბის და გვერდით უჯდება,იუნგი კი იქვე დგება

-პატარავ?რა მოხდა?შენ რა ტირი?-ჯონს ომეგის სახესთან მიაქვს ხელი და ცრემლებს წმენდს

-ჯონგუკ,სისულელე გავაკეთე. მე ის გავანაწყენე,მე ჯიმინი გავანაწყენე

იუნგის როგორც კი მისი სახელი ესმის,ეგრევე ომეგისკენ ტრიალდება. შემდეგ მაგიდაზე ჯიმინის ტელეფონს ამჩნევს ალკოჰოლის ჭიქასთან ერთად და თან მის სუნს გრძნობს

-უნდა ვიპოვო-ფეხზე დგება ომეგა და ხალხს უყურებს,რომ ის იპოვოს-სად არის?მე მას ვაწყენინე,საშინელი რაღაცეები ვუთხარი და ის წავიდა

-დაწყნარდი,ჩვენ მას ვიპოვით,მითუმეტეს მას არ შეეძლო აქ შენი მარტო დატოვება

-შეეძლო!მე...-თეჰიონი იუნგის უყურებს,რომელიც წყნარად ზის და იატაკს მზერას არ აცილებს-ეს თქვე!ყველაფერი თქვენი ბრალია!-თეჰიონი მასთან მიდის და ყვირილს იწყებს-თქვენ რომ არა...ეს არ მოხდებოდა!ჯიმინს არ დაუწყებდნენ დაცინვას!არ დაუძახებდნენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბოზს!

-ჯონგუკ დაამშვიდე შენი ომეგა-მინი ფეხზე დგება და ჯონს უყურებს,რომელიც თეს დაწყნარებას ცდილობს-შენ ძმას გავხარ. ისეთივე უშიშარი ხარ...კარგი,ვიპოვით მას. ის ნამდვილად სადღაც აქაა...და...-იუნგის უცნაური გრძნობა ეუფლება. ის ხალხს თვალს ავლებს და რატომღაც ვერ ხედავს თავის ადგილზე შიჰიოკს

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now