41 - საკუთარი სიმართლე

372 58 17
                                    

იუნგი ომეგის ხელს იჭერს და პირდაპირ თვალებში უყურებს,ფიქრობს როგორ აუხსნას ყველაფერი სწორად

-რას აკეთებ?-ვერ მიხვდა ომეგა

-ციც!მომისმინე და არ გამაწყვეტინო,უბრალოდ არ იფიქრო,თორემ როგორც ვხედავ ამასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვს

-ვერ მივხვდი,რას გულისხმობ?

-გითხარი გაჩუმდი!მისმინე...მე,ჩვენი პირველი შეხვედრიდან მოყოლებული,როგორც კი დაგინახე,მაშინვე შენთან დაწოლა მომინდა,გამომეყენებინე როგორც სხეული. იმ მომენტში კი როცა შენი ცეკვა ვნახე,როდესაც ახლოდან დაგინახე,ეს მომენტები,შენი ნაგლობა,სიმკაცრე,ეს ყველაფერი სულში ჩამივარდა. მე და მამაშენი შეიძლება ითქვას,რომ დიდი ხანია ვერ ვეწყობით და მე არც კი ვიცოდი,რომ შენ მისი შვილი იყავი. ვიცოდი,რომ მას შვილები ყავდა და მინდოდა ამ ყველაფრის გარეშე მომეგვარებინა ეს პრობლემა. მე გაგიშვებდი კიდეც,მაგრამ როდესაც გავიგე,რომ მისი შვილი შენ იყავი,ომეგა,რომელიც ასე მინდოდა,უბრალოდ ვერ შევძლებდი შენს გაშვებას. შენ შენი ქცევებით მაიძულე,რომ უფრო ძლიერად მომნდომებოდი და დამიჯერე,შენ მისი შვილი რომ არც ყოფილიყავი,მაინც მიგიღებდი. დამიჯერე,მე ყოველთვის ვიღებ იმას,რაც მინდა. შემდეგ ყველაფერი ისე არ წავიდა,შენ ნარკოტიკივით ხარ,მაგრამ შენ ნელა მიზიდავდი,ცოტა დოზას მაძლევდი შენი სიტყვებით,გამოხედვებით...შემდეგ გავიაზრე,რომ როდესაც ჩემს გვერდით არ იყავი,მაშინ შენზე ვფიქრობდი. უკვე ვიცი,რომ უკან დასახევი გზა არაა. შემდეგ ჩვენ გავიგეთ,რომ ჭეშმარიტები ვიყავით. ზევით უკვე გადაწყვიტეს ჩვენი ბედი,ვყოფილიყავით ახლოს,ერთად. ახლა ჭეშმარიტობა იშვიათობაა,მაგრამ ჩვენ ეს გაგვაჩნია და დამიჯერე,ეს იმას ნიშნავს,რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები. სამწუხაროა,რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ახლა გავიაზრე-იუნგი ღრმად სუნთქავს და თვალმოუშორებლად უყურებს ომეგას-მე ბედნიერი ვიყავი როდესაც თქვი,რომ ჩემი მეწყვილე იქნებოდი და როდესაც თქვი რომ გიყვარდი...მე...არ ვიცოდი რა მექნა,გული გამითბა და მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე საბოლოოდ გავიგე თუ რა არის სიყვარული-იუნგი ხელებით ომეგის სახეს შეეხო-ვიცი რომ გატკინე ამ ერთი კოცნით. მან თვითონ მაკოცა,მე ეს არ მინდოდა და ეს საზიზღრობა იყო. ვერავინ ვერასდროს ვერ შეცვლის შენს საყვარელ,ფუმფულა ტუჩებს. შენ სწორად ვერ გამიგე,მაგრამ მე მტკივა როდესაც ჩემთან არ ხარ,მართლა გეუბნები...და ამ ქვეყნად ყველა ალფას მოვკლავ თუ ჩემთან არ იქნები და სხვასთან წახვალ

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now