26 - წვეულება

413 65 23
                                    

თეჰიონი სახლში დაბრუნდა,სადაც გაბრაზებული მამამისი შეეგება,მას აინტერესებდა სად იყო ის აქამდე. თეჰიონს არ უნდოდა ეთქვა,რომ ჯონგუკთან ერთად სეირნობდა,ამიტომ მოატყუა,რომ საკონტროლო ჰქონდა

-მამა,ყველა ჯიმინის შესახებ მეკითხება-დამწუხრებული ამბობს ომეგა-თქვენ ყველას უთხარით,რომ ის წავიდა,მაგრამ...

-დამშვიდდი, მალე მას დავიბრუნებთ

-ძალიან მომენატრა

-მეც მომენატრა,თუმცა სულ მალე უკვე ჩვენთან იქნება. ახლა კი ადი და გაემზადე,წვეულებაზე მივდივართ

***

როგორც კი გარეთ ჩამობნელდა,ყველა სტუმარმა,ვინც კი დაპატიჟებული იყო,მოსვლა დაიწყო. ნამჯუნი ჩეჰვეს გვერდით იდგა და რაღაცაზე ესაუბრებოდა. წვეულებაზე ჯინიც წამოვიდა,სხვა გზა არ ჰქონდა,რადგან თემ იცოდა მამიკოს მდგომარეობის შესახებ და არ უნდოდა ომეგა მარტო დაეტოვებინა. თვითონ თესაც არ უნდოდა მარტო ყოფნა,იმიტომ,რომ იცოდა ქაიც მოვიდოდა,მას კი სკანდალები არ სჭირდება

-ის ჯერ კიდევ არ მოსულა?-კითხულობს კიმი

-არა,მაგრამ დაწყნარდი,ის მოვა,ნუ ღელავ-ამშვიდებდა ალფა ჯუნს

-არ შემიძლია,იმედია არაფერი დაუშავებია ჩემი შვილისთვის და...-ნამჯუნი შემოსასვლელისკენ იხედება და იუნგის ამჩნევს,თუმცა გასაკვირი ისაა,რომ მარტო არაა-ღმერთო ჩემო...

ყველა კამერა და ყველას სახე ჯიმინისკენ შებრუნდა,რომელიც ხელიხელ გაყრილი მოდიოდა იუნგისთან ერთად,უფრო ზუსტად იუნგი ებღაუჭებოდა მას,რომ არ გაქცეულიყო. ჯიმინმა მშობლები ვერ შეამჩნია,ისინი დარბაზში შევიდნენ და დივანზე დასხდნენ,რომელიც სპეციალურად იუნგისთვის იყო მომზადებული

-არ იყო საჭირო ესე შემოსვლა-ჩუმად ამბობს ომეგა-ყველა ჩვენ გვიყურებდა

-ზუსტადაც რომ ეგ მინდოდა. ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს უთხრა მამაშენს ჩვენზე

𝐃𝐎𝐋𝐋 ✔Where stories live. Discover now